როგორ ვრისკავთ შინაური ცხოველის საწოლში შემოშვებისას?
onlain sesxebi - ყველა

როგორ ვრისკავთ შინაური ცხოველის საწოლში შემოშვებისას?

1. ტოქსოპლაზმოზი
როგორ ვრისკავთ შინაური ცხოველის საწოლში შემოშვებისას?
ამ დაავადებას ერთუჯრედიანი პარაზიტი იწვევს და მძიმე ფორმაში სერიოზული შედეგი აქვს, ტვინის დაზიანებაც კი. როცა კატას ან იმ ადგილს, სადაც ის იჯდა, ვეხებით სახით და ტუჩებით, შეიძლება ტოქსოპლაზმოზით დავავადდეთ. ეს განსაკუთრებით საშიშია სუსტი იმუნიტეტის მქონეთა და ორსულთათვის. კვლევის თანახმად კატების 30-60% და მათი პატრონების მესამედი ამ პარაზიტის მატარებელია ან ადრე იყო.

2. მენინგიტი
როგორ ვრისკავთ შინაური ცხოველის საწოლში შემოშვებისას?
ცხოველებსაც შეუძლიათ დაავადნენ და მენინგიტი გადმოგვდონ რამდენიმე გზით. რისკიანთა ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებიც უფლებას აძლევენ სახე აულოკონ ან მუდმივად კონტაქტირებენ ცხოველის სახესთან. მენინგიტით დაავადებულ ცხოველს გამოარჩევს ზურგისა და კისრის დაჭიმული კუნთები, სპაზმები და არასტაბილური სიარული. არ გამოტოვოთ ეს სიმპტომები. არსებობს შემთხვევა, როცა ბავშვს მენინგიტი გადაედო მას შემდეგ, რაც კატა მის საწოვარას შეეხო. ერთ-ერთი ქალი კი ძაღლმა ტუჩებზე ალოკა და ასე დააავადა.

3. სტაფილოკოკი
როგორ ვრისკავთ შინაური ცხოველის საწოლში შემოშვებისას?
სტაფილოკოკი ადამიანისა და ცხოველის ნორმალური მიკროფლორის ნაწილია, თუმცა გადაჭარბებული რაოდენობით იწვევს კანის ინფექციურ დაავადებებს. ის შეიძლება ცხოველისგან ნერწყვით გადაგედოთ. განსაკუთრებულად საშიშია დაავადების რისკი, თუ მან ჭრილობა აგილოკათ.

4. პარაზიტები
როგორ ვრისკავთ შინაური ცხოველის საწოლში შემოშვებისას?
ყოველი პასუხისმგებლიანი პატრონი დროულად ამუშავებს ცხოველს პარაზიტებისგან თავდასაცავად. თუმცა ყველაფრისგან თავს ვერ დავიზღვევთ. პროფილაქტიკის მიუხედავად, აშშ-ში პარაზიტებით ლეკვების 30% და ზრდასრული ძარლების 6%-ია დაავადებული. ეს შეიძლება იყოს დერმატოფიტოზი, ანკილოსტომოზი ან პარაზიტული რწყილი.

წყარო: adme.ru