ვალებისგან გათავისუფლების 3 გზა
onlain sesxebi - ყველა

ვალებისგან გათავისუფლების 3 გზა

ვალებისგან გათავისუფლების 3 გზა
1. თავდაპირველად მაღალპროცენტიანი კრედიტები გაისტუმრეთ
შეადგინეთ კრედიტების სია მათი პროცენტების მიხედვით, მაღლიდან დაბლისკენ, დაბლიდან მაღლისკენ, შეგიძლიატ Excel-იც გამოიყენოთ. ეცადეთ ყველაზე სწრაფად მაღალპროცენტიანი ვალები დაფაროთ.

გამოიკვლიეთ საკუთარი გასავალი და იფიქრეთ, როგორ შეიძლება იგი შეამციროთ. მაგალითად, შეიძლება დროებით შეწყვიტოთ ყოველ დილით ერთი ჭიქა ყავის ყიდვა, ტელევიზორის ყურება, რესტორნებში სიარული. დაზოგილი თანხა მიმართეთ კრედიტის დაფარვისკენ.

2. შექმენით "უსაფრთხოების ბალიში"
ყოველი ფინანსური მრჩეველი გირჩევთ "უსაფრთხოების ბალიშის" შექმნას. ის დაგჭირდებათ ავტომობილის მოულოდნელი შეკეთების, უეცარი ავადმყოფობისა და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯის შემთხვევაში. თუ "ბალიში" მზად იქნება, ვალებსაც თავს აარიდებთ. ასეთ ფონდში უნდა ინახებოდეს 5-6 თვის სამყოფი თანხა.

3. უარი თქვით იმაზე, რის უფლებასაც საკუთარ თავს ვერ მისცემთ
იპოთეკური სესხი არის ვალი, რომელიც აგვარებს საცხოვრებელი ადგილის პრობლემას. სახლს, ბინას აქვს ფასი, მას ყოველთვის გაყიდით. თუმცა მნიშვნელოვანია ბანკში ფულის სწრაფად დაბრუნება, რათა საპენსიო დანაზოგის დაგროვება დაიწყოთ. თუ უკვე 40 წლის ხართ და იპოთეკური სესხის გაფორმება გსურთ, უნდა დაფიქრდეთ და იცოდეთ, რომ ეს ძალიან სარისკოა.

ამიტომაც არ აიღოთ ახალ-ახალი ვალები მხოლოდ სიამოვნებისთვის - არ იყიდოთ მანქანა კრედიტით, ნუ აიღებთ ვალს შვებულებისთვის და სხვა გასართობებისთვის, ყურადღებით დააკვირდით საკრედიტო ბარათის მდგომარეობას, თუ ის გაქვთ.

წყარო: sravni.ru