onlain sesxebi - ყველა

როგორ ვიშოვოთ ფული ზაფხულში?

როგორ ვიშოვოთ ფული ზაფხულში?
1. ჩაატარეთ ექსკურსიები
თუ გიყვართ საკუთარი ქალაქი, სოფელი, იცნობთ საინტერესო ადგილებს - გიდი გახდით. ჩამოიყვანეთ უცხო ქალაქელები, სოფლელები და დაათვალიერებინეთ ღირსშესანიშნაობები, ცხოვრება, მოყევით ლეგენდები და ისტორიები.

ექსკურსიული ჯგუფის შეკრება ყველაზე მარტივად სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ. ან გამოფინეთ რეკლემები სარეკლამო დაფებზე.

2. დაეხმარეთ აგარაკზე
ყოველი დამსვენებელი ცხელ ზაფხულში ვერ უმკლავდება სახლის საქმეებს აგარაკზე. მათ დახმარება სჭირდებათ. თქვენ შეგიძლიათ ამოთხაროთ, დარგოთ, დათესოთ, დახერხოთ, მოჭრათ, მორწყათ. შეიძლება უბრალოდ მეზობლის ბაღს მოუაროთ შვებულების დროს.

3. გააქირავეთ სახლი
შეგიძლიათ გააქირავოთ სახლი, თუ აგარაკზე მიდიხართ, ან პირიქით, თუ იქ მთელი ზაფხული არ რჩებით. ამის გაკეთებაში ისევ სოციალური ქსელები ან ქუჩის რეკლამები დაგეხმარებათ.

4. იმუშავეთ რეპეტიტორად
ზაფხულში ბავშვებს შეიძლება მთელი სასკოლო პროგრამა დაავიწყდეთ. თუ კარგი ცოდნა-განათლება გაქვთ, მომთმენი ხართ და ბავშვები გიყვართ, რეპეტიტორობას გირჩევთ.

შეგიძლიათ განცხადება სოციალურ ქსელებში ან ქუჩებში გამოაქვეყნოთ. ან უბრალოდ ნაცნობი ადამიანის შვილი აიყვანოთ.

5. გაყიდეთ/გააქირავეთ ხელნაკეთი ნივთები
ზაფხულში უამრავი დროა შემოქმედებისთვის, სუვენირებისა და მოსართავების დასამზადებლად. მათი გაყიდვა კი უმარტივესია ინტერნეტის საშუალებით. თუ გასაცემად არ გემეტებათ და ზედმეტად ძვირფასია, ნივთის გაქირავებაც შეიძლება, თუ ის ვინმეს ცოტა ხნით სჭირდება.

წყარო: sravni.ru