onlain sesxebi - ყველა

იცოდით, რომ ორი ვიკიპედია არსებობს?

იცოდით, რომ ორი ვიკიპედია არსებობს?

შესაძლოა ბევრი თქვენგანისთვის ეს ფაქტი სიახლე აღმოჩნდეს, ეს რეალობაა, ინტერნეტში ორი ვიკიპედია არსებობს. ერთი ყველასათვის ხელმისაწვდომია დომენით: www.wikipedia.org, ხოლო მეორე კი, უცხო თვალისგან ანონიმურ ქსელ TOR-ში იმალება. ეს არის პროქსი სერვერების სისტემა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ანონიმური საქმიანობის განხორციელებას და გამორიცხავს "მიყურადების" შემთხვევებს.
თორის სისტემაში გაერთიანებული ვებ-გვერდები .onion-ით მთავრდება. ეს არის სპეციალური ფსევდო-დომენი- უმაღლესი დონის დომენი, რომელიც არაანონიმურ ქსელში ხელმისაწვდომი არ არის.
Hidden Wiki .onion ზონაშია და მისი განსაკუთრებულობა იმაშია რომ გათავისუფლებულია ყოველგვარი ცენზურისგან. Hidden Wiki- ის კატალოგში წარმოდგენილია არალეგალური პორნოგრაფია, კონტრაბანდა, იარაღი, ყალბი ფული, დოკუმენტები, საკრედიტო ბარათების მონაცემები, ნარკოტიკები და სხვა არალეგალური მიმართულებები.

რას აკეთებს მსოფლიო? უკონტროლო ანონიმური ქსელი ხომ არცერთ სახელმწიფოს ჭირდება? პერიოდულად თორზე ხორიელდება თავდასხმები, ბლოკავენ მას, ხურავენ უამრავ ვებგვერდს თუმცა ის უძლიერესი ქსელია და მისი ერთიანად აღმოფხვრა დიდ სირთულეს წარმოადგენს.







წყარო: i-fakt.ru