onlain sesxebi - ყველა

ნასა ამზადებს 17 წლის გოგონას, რომელიც იქნება პირველი ადამიანი მარსზე

ალბათ "ვარსკვლავური ომების" ფანებს ერთხელ მაინც უოცნებიათ შორ, ძალიან შორ კოსმოსზე. თუმცა ოცნება მხოლოდ ოცნებაა, თუ არ გაქვს სიმამაცე, იყო პირველი ადამიანი, რომელიც მარსზე ფეხს დადგამს.

ნასა ამზადებს 17 წლის გოგონას, რომელიც იქნება პირველი ადამიანი მარსზე

ახლა ამისთვის აქტიურად ემზადება 17 წლის ალისა კარსონი ლუიზიანადან. როცა მას 32 წელი შეუსრულდება, ნასას ექსპედიციასთან ერთად გეგმავს წითელი პლანეტის დალაშქვრას. ის იქ ექსპერიმენტებს ჩაატარებს და რამდენიმე წლის განმავლობაში სიცოცხლის ნიშნებს მოძებნის.

ეს არაჩვეულებრივი ოცნება მოზარდ ალისას ჯერ კიდევ 3 წლისას გაუჩნდა. 7 წლისა ნასას კოსმიურ ბანაკს ესტუმრა და ისე მოეწონა, რომ იქ კიდევ 18-ჯერ დაბრუნდა.

12 წლის ასაკში გახდა ნასას სამივე კოსმოსურ ბანაკში ნამყოფი ბავშვი.

ახლა კარსონი აქტიურადაა დაკავებული ესპანური, ჩინური და ფრანგული ენების შესწავლით, რათა მომავალ პარტნიორებთან ურთიერთობა გაუადვილდეს.

მამამ და ალისამ განიხილეს ყველა შესაძლო შედეგი მარსზე გამგზავრებისა, მათ შორის ისიც, რომ შეიძლება გოგონა უბრალოდ ვერ დაბრუნდეს. მიუხედავად იმისა, რომ 15 წელიწადში შეიძლება სამუდამოდ დამშვიდობება მოუწიოს, მამა მაინც მხარს უჭერს ქალიშვილის მისწრაფებას.

ნასა ამზადებს 17 წლის გოგონას, რომელიც იქნება პირველი ადამიანი მარსზე

წყარო: ofigenno.com