onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები მეტეორიტებზე

საინტერესო ფაქტები მეტეორიტებზე

პირველი დოკუმენტურად დაფიქსირებული ჩამოვარდნა დედამიწაზე 861 წელს მოხდა. მეტეორიტი ნოგატას პროვინციაში (იაპონია) შამოვარდა და დღემდე ადგილობრივ ტაძარში ინახება. საინტერესოა, რომ მისი არამიწიერი წარმოშობა ოფიციალურად 1979 წელს დამტკიცდა.

რა თქმა უნდა, მეტეორიტები IX საუკუნეზე ბევრად ადრეც ვარდებოდა ჩვენს პლანეტაზე. დადგენილია, რომ არიზონას კრატერი აშშ-ში 50 მეტრის დიამეტრიანი მეტეორიტის ჩამოვარდნის შედეგად წარმოიქმნა. ეს, დაახლოებით, 50 000 წლის წინ მოხდა. დარტყმნის ძალა რამდენიმე ათასჯერ აღემატებოდა 1945 წელს ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბისას.

მეტეორიტები ჩვენს პლანეტაზე ყოველდღე ცვივა, თუმცა ისინი ისეთი პატარები არიან, ვერც კი ვამჩნევთ. დიდი მეტეორიტის ჩამოვარდნა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.

XVIII სუკუნეში ფრანგულმა მეცნიერების აკადემიან განაცხადა, რომ ციდან ასე უბრალოდ ვერაფერი ჩამოვარდებოდა, ამიტომ მეტეორიტები ტყუილად გამოცხადდა. მეცნიერები იკვლევდნენ ნიმუშებს და ამბობდნენ, რომ ისინი მეხის ქვიშაზე დაცემის შედეგად ჩნდებოდა.

მეტეორიტთა ყველაზე დიდი კოლექცია რუსეთში, პეტერბურგში ინახება. მათგან ყველაზე მძიმე 450 კგ-ს იწონის.

1875 წელს საკმარისად დიდი მეტეორიტი ჩავარდა აფრიკაში, მდინარე ჩადის ნაპირებზე. აბორიგენების მონაყოლით ის დაახლოებით მისი დიამეტრი დაახლოებით 10 მეტრი იყო. 15 წლის შემდეგ ბრიტანულ სამეფო ასტრონომიულ საზოგადოებაში დაინტერესდნენ ამ მეტეორიტით. აფრიკაში ექსპედიცია გაემგზავრა, თუმცა იქ აღარაფერი იყო. აღმოჩნდა, რომ სპილოები ყოველდღე ეშვებს ილესავდნენ მასზე,ს აბოლოოდ კი გაქრა.

1812 წელს, როცა ნაპოლეონი დამარცხდა, რუსეთის იმპერატორმა ბრიტანელებისგან მიიღო სამხრეთ აფრიკაში ნაპოვნი მეტეორიტის ნარჩენებით დამზადებული მახვილი, რომელიც დღეს ერმიტაჟში ინახება

წყარო: i-fakt.ru