onlain sesxebi - ყველა

როგორ გავლენას ახდენს ჩვენი ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობასა და ფიზიკურ ფორმაზე?

როგორ გავლენას ახდენს ჩვენი ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობასა და ფიზიკურ ფორმაზე?
BBC - ის ჟურნალისტებმა მოგვითხრეს კვლევაზე, რომელმაც გამოაშკარავა კავშირი ჯანმრთელობასა და საკუთარი ფიზიკური ფორმის შესახებ წარმოდგენას შორის. თუ საკუთარ თავს ზედმეტად მკაცრად მოექცევით, ჯანმრთელობასაც გაიუარესებთ.

სტენდფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გააანალიზეს მონაცემები 61 000 ადამიანის სიკვდილიანობაზე. 21 წელი ისინი აფიქსირებდნენ მონაწილეთა განსხვავებულ მაჩვენებლებს. განსაკუთრებულ ყურადღებას მეცნიერები უთმობდნენ მონაწილეთა სპორტულ აქტიურობას და ადარებდნენ თუ არა ისინი საკუთარ თავს ვინმე სხვას.

აღმოჩნდა, რომ ნაკლებად მუშა ადამიანები მეტად ადრე გარდაიცვალნენ. მათ, ვინც მეტს მუშაობდა უფრო დიდ ხანს იცოცხლეს. თუმცა ორივე ჯგუფის აქტიურობის მაჩვენებელი თანაბარი იყო. გარდა ამისა სხვა ფაქტორებიცაა, მაგალითად ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოწევა, თუმცა მათ სურათი არ შეუცვლიათ.

რა თქმა უნდა, სპორტით დაკავება ახანგრძლივებს სიცოცხლეს, მაგრამ ჩვენი გრძნობები და ფიქრებიც ძალიან მოქმედებს მის ხანგრძლივობაზე.

ამ მოვლენის 4 ახსნა

1. სტრესი
როცა გარშემო გვაკრავს ხალხი, რომელიც მუდამ სპორტულ ფორმაშია, ასევე ყველა მხრიდან ისმის მოწოდებები ცხოვრების ჯანმრთელ წესზე, ნერვიულობას ვიწყებთ. აღმოჩნდება, გვგონია, რომ ვარჯიშს არასაკმარის დროს ვუთმობთ. ამის გამო შეიძლება განვითარდეს ქრონიკული სტრესი, რაც ჯანმრთელობაზე ძლიერად მოქმედებს.

2. მოტივაცია
თუ თავს აქტიურად მიიჩნევთ, ეს თვენში მეტი ვარჯიშის სურვილს აღვიძებს. ამას კვლევის მონაცემები ადასტურებს. მაგრამ თუ დარწმუნებული ხართ, რომ იმყოფებით საშინელ ფიზიკურ ფორმაში, მუდამ თავს ილანძღავთ, ერთი წლის შემდეგ შეიძლება საერთოდ შეწყვიტოთ ვარჯიში.

3. ნოცებო
ეს პლაცებოს საწინააღმდეგო ეფექტია. დიდი ხანია ვიცით, რომ წამლების ეფექტურობა ჩვენს რწმენაზეა დამოკიდებული. არსებობს პირიქითი მოვლენა - ნოცებო. ნეგატიური მოლოდინებისას საშუალების ფიზიოლოგიური გავლენა მცირდება. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის შეფასებისას.

4. ასაკის შეგრძნება
კვლევის პროცესში მონაწილეებს ასევე ეკითხებოდნენ, მატი აზრით, როდის დგებოდა სიბერე. მათ, ვინც სიბერის ასაკად 60 წელს მიიჩნევდა, ამ ასაკში გულის პრობლემები ეწყებოდა. მათთან კი, ვინც ამ ასაკად 70 წელს მიიჩნევდა, ეს პრობლემა ნაკლებად აწუხებდა.

წყარო: lifehacker.ru