onlain sesxebi - ყველა

როგორ ავარიდოთ თავი უსიამოვნო კითხვას?

როგორ ავარიდოთ თავი უსიამოვნო კითხვას?

1. კითხვაზე კითხვითვე უპასუხეთ
გამოიყენეთ თანამოსაუბრის იარაღი და კარგად ჩაეძიეთ. მაგალითად, დაინტერესდით, რატომ გეკითხებათ და რას შეცვლის თქვენი პასუხი მისთვის.

თუ შეინარჩუნებთ მეგობრულ ინოტაციებს, ამ მეთოდის უხეშობის გრადუსი ნულოვანი იქნება. გარდა ამისა, კითხვის დამსმელი ტავისივე ტერიტორიიდან გამოგყავთ და ისევ ნეიტრალურ ადგილას აყენებთ. თუ გაგიმართლებთ, ის მიხვდება, რომ კითხვა უტაქტოა.

2. გადააკეთეთ კითხვა
უსიამოვნო თემის სასურველი კალაპოტით წაყვანა შესაძლებელია პასუხის გაცემამდე საუბრის საგნის დაზუსტების ხერხით. თუმცა მნიშვნელოვანია სწრაფი ორიენტირება, რათა თანამოსაუბრემ არ გადაგასწროთ და უკან არ დაგაბრუნოთ.

3. დრო გაიყვანეთ
მრავალფეროვნად უპასუხეთ არა დასმულ კითხვას, არამედ აირჩიეთ მასთან ძალიან ახლო თემა, თუმცა არ გადაუხვიოთ საუბრის მთავარ საგანს. ეს საშუალება ვერ მოგცემთ ასპროცენტიან გარანტიას, თუმცა პოლიტიკოსებს ეს გამოსდით.

თუ თავში არაფერი მოგდით, ძალიან შორიდან დაიწყეთ და მთავარ თემამდე მოდით, მანამდე ის თავისით ჩაწყნარდება და შესაძლოა მოსაუბრემაც თავი დაგანებოთ.

4. იკითხეთ რჩევა
თუ გსურთ, თანამოსაუბრეს თავგზა აუბნიოთ, მიეცით საშუალება თავად გითხრათ, რაში ერკვევა. კითხეთ რჩევა და ყურადღებით უსმინეთ.

თუმცა არასოდეს კითხოთ რაიმე მთავარ თემასთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ კითხვაზე, რატომ ჯერ კიდევ არ ხართ დაქორწინებული, უპასუხებთ კითხვით, როგორ უნდა იპოვოთ მეუღლე, დიდად გარისკავთ. ასე რომ გადართეთ თანამოსაუბრე მაქსიმალურად სხვა თემაზე.

5. დააიგნორეთ კითხვა
ეს ვარიანტი თქვენგან ცოტაოდენ მსახიობურ შესაძლებლობას მოითხოვს. საუბარი ისე გააგრძელეთ, თითქოს კითხვა არც კი დასმულა. კითხვის გამეორების შემდეგ კვლავ საკუთარი ხაზით წადით. ადრე თუ გვიან, მას მობეზრდება.

თუ ამჩნევთ, რომ ვერ უმკლავდებით, კითხვისგან გაიქეცით ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თქვით, რომ ერთი წუთიტ უნდა მოცდეთ შემდეგ კი საუბრისთვის მომზადებული თემით დაბრუნდით.

წყარო: lifehacker.ru