ვინ არიან ბურჟუები?

შუასაუკუნეობრივ სახელმწიფოებში ბურჟუაზიის შემადგენლობაში შედიოდა უსტაბაშიც, მდიდარი ოსტატიც, ღარიბი შეგირდიცა და უბრალო ხელოსანიც. ეს ადამიანები იყვნენ საზღვარი მუშათა კლასსა და ელიტას შორის. მოქალაქეთა პრივილეგირებულმა მდგომარეობამ XVII საუკუნეში გამოიწვია გლეხთა ჩივილი მათ სიამაყეზე, გლეხებმა უნდობლობა გამოუცხადეს ქალაქელებს.
დროთა განმავლობაში ყველაზე მდიდარი და წარმატებული ბურჟუები მოვიდნენ სათავეში, ფულის წყალობით. XIX საუკუნეში კეთილშობილური წარმომავლობა ფინანსური ქონებით შეიცვალა... მემარცხენე იდეოლოგიებში ბურჟუამ შეიძინა ნეგატიური მნიშვნელობა კაპიტალისტური საზოგადოების გაბატონებული, მწარმოებელი და დამქირავებელი საზოგადოების აღსაწერად.
საინტერესოა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში "ბურჟუაზიული" ხანდახან გამოიყენება რაიმე უცხოურის, ხშირად დასავლეთ ევროპულის ან ამერიკულის აღსაწერად. ხანდახან "ბურჟუას" რომელიმე აშშ-ელს ან ევროპელსაც უწოდებენ ხოლმე, თუმცა ჰგონიათ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებში ასეთი ადამიანები არ მოიძებნებიან. წყარო: i-fakt.ru