როგორ გავმხიარულდეთ უმიზეზოდ?
onlain sesxebi - ყველა

როგორ გავმხიარულდეთ უმიზეზოდ?

როგორ გავმხიარულდეთ უმიზეზოდ?

1. გაიღიმეთ
საკუთარი გრძნობების მოსატყუებლად არ არის საშირო გაიწელოთ ტუჩები მოჩვენებითი ღიმილით: ეს მაინც არ იმუშავებს. ასე ივარჯიშეთ: მოადუნეთ სახის კუნთები, დაე გაიღოს თქვენი პირი ოდნავ, შემდეგ კი ტუჩის კუნთების ყურებისკენ ნელ-ნელა წაღება სცადეთ, წარბები კი ზემოთ აწიეთ. თქვენმა სახემ საკმაოდ მხიარული გამომეტყველება უნდა მიიღოს, ასე გაჩერდით 20 წამით მაინც. ეს სავარჯიშო დღეში რამდენჯერმე გააკეთეთ, განსაკუთრებით კი სტრესული სიტუაციების წინ.

2. გაიცანით სხვები
ჩვეულებრივ, რაც უფრო ახლოვდებიან ადამიანები, მით უფრო კარგად შეიცნობენ ერთმანეთს. ადამიანის გასაცნობად სულაც არ არის საჭირო რაიმე ინტიმური თემების დაზუსტება, შეგიძლიათ უბრალოდ თავიანთ ცხოვრებაზე კითხოთ, ვის დაპატიჟებდნენ სადილზე, გაუკეთებიათ თუ არა ოდესმე რაიმე უჩვეულო, რა არის ყველაზე კარგი მოგონება მათთვის, ან ყველაზე ცუდი, რისი მადლობლებია რიან ამ ცხოვრებაში, რას შეცვლიდნენ თავიანთ წარსულში და ა.შ. მსგავსი შეკითხვები ნებისმიერი ადამიანის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ.

3. განაგდეთ ცუდი, მოიზიდეთ კარგი
კვლევები აჩვენებს, რომ რაღაცის მოშორებისას ობიექტთან უარესად მოქცევას ვიწყებთ, და პირიქით, როცა რაიმეს ვიზიდავთ, უკეთ და უფრო პოზიტიურად ვიღებთ მას. ეს მექანიზმი შეგიძლიატ დიეტაზე ყოფნისას გამოიყენოთ: განიზიდეთ მავნე პროდუქტები, სახეზე ზიზღის გამოხატვით, სასარგებლოები კი პირიქით - ღიმილით მიიღეთ.

4. შეცვალეთ ჩვევები
ბრიტანელი მეცნიერები გახდომის მსურველ ადამიანებს იკვლევდნენ. მათ გაარკვიეს, რომ რაიმე ჩვეული ქცევისგან უარის თქმა ძალიან გვეხმარება ზედმეტ წონასთან ბრძოლაში. სამსახურამდე მისასვლელი გზის შეცვლაც კი კარგ გავლენას ახდენს ჩვენზე. ამიტომ, თუ რაიმე მავნეს ებრძვით, ეცადეთ ჩვევები შეიცვალოთ.

5. მოიწყვეთ მცირედი კომფორტი
ადამიანს, რომელიც რბილ სავარძელში ზის, თავადაც შეუძლია რბილი თვისებების გამოვლენა. ფსიქოლოგმა ჯოშუა აკერმანმა მანქანის ფასზე მორიგების მოდელირებისას ზოგიერთი მონაწილე უხეშ სკამზე დასვა, ზოგი კი რბილზე. ის, ვინც უხეშ სკამზე იჯდა, არაფერს თმობდა და სწრაფად იღებდა გადაწყვეტილებას, კლიენტსაც უხეშად ექცეოდა. შედეგი სავსებით მოსალოდნელია. ამიტომ, თუ გინდათ თავი ბედნიერად იგრძნოთ, უბრალოდ უფრო მოსახერხებლად მოეწყვეთ.


წყარო: lifehacker.ru