onlain sesxebi - ყველა

როგორ გაჩნდა ენა ესპერანტო

როგორ გაჩნდა ენა ესპერანტო
1859 წელს პოლონურ ქალაქ ბელოსტოკში დაიბადა ლუდვიგ ლაზარ ზამენჰოფი. ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლისას მოზარდმა შეამჩნია, რომ მის მშობლიურ ქალაქში მრავალი ერი ცხოვრობდა: პოლონელები, გერმანელები, ებრაელები... ყველაფერი ეს აძნელებდა ურთიერთობას, და ლუდვიგიც დაფიქრდა ხელოვნური ენის შექმნაზე, რომელზეც მსოფლიოს ყველა ერი შეძლებდა საუბარს.

მოგვიანებით ზამენჰოფი გადავიდა ვარშავაში, ჩააბარა კლასიკურ გიმნაზიაში და დაიწყო უნივერსალურ ენაზე მუშაობა. რამდენიმე წლის შემდეგ ახალგაზრდამ დაიწყო გამომცემლის ძებნა, რაც ორ წელს გაგრძელდა. არავის უნდოდა გაუგებარი ენის გამოცემა.

მხოლოდ 1887 წლის ივლისში გამოიცა ესპერანტოს პირველი სახელმძღვანელო. ავტორმა ხელი "ესპერანტოს" ფსევდონიმით მოაწერა, რაც თარგმანით "მოიმედეს" ნიშნავს. მალე ფსევდონიმი ახალი ენის სახელწოდება გახდა.

საინტერესოა, რომ ესპერანტომ მალე მოიპოვა პოპულარობა მსოფლიოში და უკვე 1905 წლიდან ესპერანტისტთა საერთაშორისო კონგრესები ტარდებოდა. თავად შემქმნელი ენისა ლუდვიგ ზამენჰოფი თარგმნიდა ესპერანტოზე ლიტერატურულ ნამუშევრებს.

მიიჩნევა, რომ ესპერანტოს შესასწავლად 150 სასწავლო საათია საჭირო. რთულია ითქვას, რამდენი ადამიანი საუბრობს დღეს ამ ენაზე. სხვადასხვა წყაროების მიხედვით ეს რამდენიმე ასეული ათასიდან რამდენიმე მილიონამდე მერყეობს. ასობით ადამიანი უწოდებს ესპერანტოს მშობლიურ ენას, რადგან ინტერნაციონალური ოჯახიდანაა, სადაც ერთმანეთთან ესპერანტოზე საუბრობენ.

ესპერანტოზე მოსაუბრეები ჩვენს ქვეყანაშიც არიან, თუმცა ჩვენთვის მათი სახელები უცნობია.

მთლიანად მსოფლიოში ესპერანტოზე 250-მდე გაზეთი და ჟურნალი გამოიცემა, მაუწყებლობს რამდენიმე რადიოსადგური, არსებობს რამდენიმე მუსიკალური ჯგუფი, ესპერანტოზე მომღერალი.

მიუხედავად იმისა, რომ ესპერანტო 120-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, მსოფლიო ენად ის მაინც ვერ იქცა. ბეჭდური გამოცემები მცირე ტირაჟებით გამოდის. მაგალითად, ყველაზე პოპულარული ჟურნალის ტირაში ესპერანტოზე 5 500 ეკზემპლიარია. წიგნების ტირაჟი კი იშვიათად აჭარბებს 300-ს.

წყარო: i-fakt.ru