5 არათვალსაჩინო ფაქტი სადებეტო ბარათებზე
onlain sesxebi - ყველა

5 არათვალსაჩინო ფაქტი სადებეტო ბარათებზე

5 არათვალსაჩინო ფაქტი სადებეტო ბარათებზე

1. სადებეტო ბარათი აუცილებლად უნდა დახუროთ სამსახურის შეცვლისას და საერთოდაც
სახელფასო ბარათები მფლობელთათვის უფასოა, თუმცა სამსახურის შეცვლისას, დიდი ალბატობით, სახელფასო პროექტიდან მოგხსნიან და შემდეგი წლიდან ბანკი კომისიის გამორთმევას დაიწყებს.

შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ბანკმა უფასოდ მხოლოდ პირველი წელი შემოგთავაზოთ, შემდგომში კი გადახდა მოგიწევთ.

2. უფასო ბარათები არაფრით ცამოუვარდება ფასიანს
რა თქმა უნდა, უმეტესად, უფასო ბარათი უბრალოდ შესანახი და მოსახსნელია. აქვს პატარა ლიმიტი, არ აქვს საბონუსო პროგრამა და ქეშბექი. თუმცა ხანდახან ბანკები უფასოდ გვთავაზობენ ბარათებს, რომელთაც აქვთ უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგია, ქეშბექ პროგრამა და ბონუსებსაც მრავლად უნდა ელოდოთ.

3. რამდენიმე ბარათის ქონა სარგებლიანია
თუ გსურთ აქტიურად იშოვოთ ფული ქეშბექით, მაშინ 3-5 ბარათი მაინც უნდა იქონიოთ. ყოველ მათგანს ექნება მაღალი ქეშბექი სხვადასხვა კატეგორიაში, მაგალითად, სპორტული საქონელი, ბენზინგასამართი სადგურები, სილამაზის სალონები, აფთიაქები და ა.შ.

4. ბანკმა შეიძლება უარი გითხრათ მოპარული ფულის დაბრუნებაზე
უარის მთავარი მიზეზია - ბარატის უსაფრთხოდ გამოყენების წესების დარღვევა. ჩვენ გვაძლევენ წესებს, თუმცა არ ვკითხულობთ. შემდეგ კი შევდივართ საფრთხისშემცველ, დავირუსებულ საიტებზე და საფრთხის ქვეშ ვაყენებთ საკუთარ ფინანსებს.

ჩვენ შეგვყავს ჩვენი მონაცემები, მათ გადაიტაცებენ და ჩვენი ფულის მოპარვაც აღარ უჭირთ. ასეთ შემთხვევებში ბანკი პასუხისმგებლობას იხსნის და ფულს არ გიბრუნებთ.

5. ბანკი წაიღებს დარიცხულ ქეშბექს თუ საქონელს მაღაზიაში დააბრუნებთ.
ბანკები ამ წესსაც გვაწვდიან ბარათის აღებისას. თუ თქვენ საქონელში ფული ბარათით გადაიხადეთ, ისინი ფულს იმავე ბარათზე ჩარიცხავენ და ვერ დამალავთ, ბანკი მაინც გაიგებს ტრანზაქციის შესახებ და საკუთარ ქეშბექსაც უკან წაიღებს.

წყარო: sravni.ru