onlain sesxebi - ყველა

როგორ მოქმედებს სმარტფონი ჩვენს მხედველობაზე?

როგორ მოქმედებს სმარტფონი ჩვენს მხედველობაზე?

მხედველობის გაბნეულობა
საქმიანობის სხვადასხვა სფერო სხვადასხვანაირად მოქმედებს თვალებზე. მათ, ვინც ზამთრის თევზაობას მისდევს, შეიძლება თვალები თოვლის მიერ არეკლილი ულტრაიისფერი სხივებით დაეწვათ. შემდუღებლებმა შეიძლება ელექტრო ხელსაწყოს გამოსხივებისგან მიიღონ ტრამვა. დამკვირვებლები გემზე ჰალუცინაციებს განიცდიან. ვინც ეკრანს დიდხანს უყურებს, მხედველობის გაბნეულობის პრობლემა აქვს.

გარკვეული დრო ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ, როგორ უარესდება მხედველობა. თუ საკმარისად მკვეთრად ვერ ვხედავთ, ეკრანს სიკაშკაშეს ვუმატებთ, ეს კი მაინც არ გვეხმარება მხედველობის შენარჩუნებაში.

მხედველობის გაუარესების პირველი ნიშანი: თქვენ თვალებს ჭუტავთ, როცა ტელეფონს უყურებთ. შემდეგ სახესთან უფრო ახლოს მიგაქვთ, ზრდით შრიფტის ზომას. საბოლოოდ კი ნებდებით და სათვალეს ყიდულობთ.

დროებითი სიბრმავე
უკვე დაფიქსირდა სმარტფონისგან გამოწვეული დროებითი სიბრმავის რამდენიმე შემთხვევა. მის დროს ცოტა ხნით ერთი თვალით მხედველობას კარგავთ. ასეტი პრობლემა ჩნდება სიბნელეში ცალ გვერდზე დაწოლილად კითხვის დროს. ამ დროს თვალი, რომლითაც სმარტფონს უმზერთ, ფოკუსირებულია სინათლეზე, მეორე კი ბალიშშია ჩამალული და სიბნელეს ხედავს. შემდეგ სინათლესთან შეხებისას შეიძლება "დაბრმავდეს". საბედნიეროდ ეს მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება.

კომპიუტერული მხედველობითი სინდრომი
ყველა პრობლემა, რომელიც ეკრანთან დიდხანს ურთიერთობითაა გამოწვეული ერთიანდება სახელწოდების ქვეშ: "კომპიუტერული მხედველობითი სინდრომი". ჩვეულებრივ, მას უკავშირებენ სიმპტომებს, როგორიცაა ბუნდოვანი მხედველობა, სიმშრალე და დამწვრობა თვალებში, თავის ტკივილი. ოპტომეტრისტთა ამერიკული ასოციაცია ამ სინდრომს მიაკუთვნებს ეკრანისგან გამოწვეულ ნებისმიერ დისკომფორტს.

მკურნალობის სახით ისინი გვთავაზობენ 20 x 20 x 20 სავარჯიშოს. ყოველ 20 წუთში უნდა შეისვენოთ 20 წამით და რაიმეს 20 ფუტის (6 მეტრი) დაშორებით უნდა შეხედოთ. ეს სავარჯიშო თვალებს განტვირთვაში ეხმარება.

წყარო: lifehacker.ru