onlain sesxebi - ყველა

4 ფაქტი მდიდარ ადამიანებზე

4 ფაქტი მდიდარ ადამიანებზე
1. ხარჯებში ყოველთვის რაციონალურები არ არიან
მრავალრიცხვოვანი ბიზნეს ლიტერატურა, ასევე "წარმატებისკენ გამძღოლი" წიგნები მდიდარ ადამიანს გვიხატავენ კალკულატორისა და ექსელის ცხრილის ნარევად, რომელსაც თითოეული თეთრი მუჭაში აქვს და ყველაფერს აკონტროლებს. რა თქმა უნდა, მისი ეს სახე ძლიერ უტრირებულია, და რეალურად შეძლებული ადამიანი, როგორც ნებისმიერი სხვა, შეიძლება წინდაუხედავი იყოს. მაგალითად, სასტუმროს მშვენიერი ნომერისთვის ერთ ღამეში გადახდილი რამდენიმე ასეული ლარი შეგიძლიათ თვითმფრინავის რეისზე დაზოგოთ. ან პირიქით, სასტუმროში ყველაფერი დაზოგოთ, სამაგიეროდ კი ძვირიანი ავიაბილეთები აირჩიოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, სერიოზული კაპიტალი კომფორტს ეთმობა, მასზე წარმოდგენა კი ყველას ინდივიდუალური აქვს.

2. ახორციელებენ ძვირიან შესყიდვებს, თუმცა უყვართ ფასდაკლებები და ბონუსები
ერთ-ერთი ადამიანი ჩიოდა, რომ სეზონური შვებულება ოჯახთან ერთად 15000 ევროზე მეტი უჯდებოდა. მისი მარშრუტის, ბილეთებისა და სასტუმროების შემოწმების შემდეგ ცოტა რამ შეიცვალა, თუმცა მარშრუტი და თარიღები იგივე დარჩა, სამაგიეროდ წინა წლის ხარჯის 30% დაზოგა. მისთვის ეს არც ისე დიდი დანაზოგი იყო, თუმცა მაინც კმაყოფილი და გაკვირვებული დარჩა.

3. არ ინახავენ დანაზოგებს ერთ ვალუტაში
როცა თავისუფალი კაპიტალის რაოდენობა რაღაც მაჩვენებელს ასცდება, ადამიანში ავტომატურად იღვიძებს რისკების დაზღვევის თვისება. მხოლოდ ერთ ვალუტაში ფულის შენახვა ყოველთვის რისკია. ადამიანები უმეტესად იყენებენ დოლარს, ევროს, ფუნტსა და ფრანკს განსხვავებული პროპორციებით. ეს პატრიოტიზმის საკითხი არ არის, - ესაა სწორი რეაქცია ეროვნული ვალუტის ცვალებადობაზე.

4. მათი ნახევარი არც კი გეგმავს ქონების მემკვიდრეობით გადაცემას
ეს საკმაოდ აქტუალური საკითხია. Forbes-ის მსხვილი ბიზნესის პირველი თაობა, რომელმაც ქონება 90-იანებამდე დააგროვა, უკვე საპენსიო ასაკს აღწევს. შეზლებული ადამიანები იწყებენ ფიქრს, რა შეიძლება მოუხერხონ ბიზნესს - გაყიდონ, თუ მემკვიდრეობით გადასცენ შვილებს ან სხვადასხვა ფონდებს და ა.შ. ზოგიერთისთვის არ არის მნიშვნელოვანი, მათი ცხოვრების შემდეგ საქმე კიდევ გაგრძელდეს, თუ ბიზნესი ძალიან მსხვილია ისინი უკვე ფიქრობენ, როგორ აინტეგრირონ თავიანთ შთამომავლებში. მაგრამ ზოგიერთი მაინც მიიჩნევს, რომ ბიზნესი და ქონება სავსებით ინდივიდუალური ისტორიაა, რომელიც არ უკავშირდება შთამომავლობას. მათ უნდათ შვილებს ცხოვრება ასწავლონ და არა მისი სცენარები დაუგეგმონ.

წყარო: sravni.ru