onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ტატუირების შესახებ

საინტერესო ფაქტები ტატუირების შესახებ
სიტყვა ტატუირება წარმოქმნილია პოლინეზიური სიტყვისგან ' ta', რაც ნიშნავს დარტყმას და ტაიტიური სიტყვისგან 'tatau', რაც ნიშნავს აღნიშვნას.

უძველესი ტატუ ეგვიპტელი ქალების მუმიებზეა აღმოჩენილი. ისინი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წლით თარიღდება.

ამერიკული დერმატოლოგიური ქირურგიის საზოგადოების თანახმად მხოლოდ ადამიანების 6% იშორებს თავის ტატუს. 2006 წელს 18-29 წლის ადამაინების 36%-ს ერთი ტატუ მაინც ჰქონდა.

მსოფლიოში ყველაზე ტატუირებული ადამიანი შოტლანდიელი ტომ ლეპარდია, რომელსაც სხეულის 99,9% ტატუირებული აქვს. მისი არატატუირებული ადგილებია კანი თითებს შორის და ყურების შიდა ნაწილი.

ტატუს არისტოკრატებიც იკეთებდნენ. მაგალითად, უინსტონ ჩერჩილის დედას, ლედი რენდოლფ ჩერჩილს მაჯაზე გველი ჰქონდა ტატუირებული.

ციხეებში, სადაც ტატუს მანქანები აკრძალულია, როგორც ცნობილია, ადრე აკეთებდნენ საკუთარს, გიტარის სიმისა და ელექტრული ძრავის გამოყენებით.


წყარო: i-fakt.ru