onlain sesxebi - ყველა

როგორ ამოვიცნოთ ფსიქოპათი

როგორ ამოვიცნოთ ფსიქოპათი

1. პროფესია
ნონიმური გამოკითხვის მონაცემების მიხედვით, რომელიც ოქსფორტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა კევინ დატონმა ჩაატარა, ფსიქოპათები ყველაზე ხშირად გვხვდებიან შემდეგი პროფესიებიდან და სამუშაო ადგილებიდან:

  • გენერალური დირექტორი;
  • ადვოკატი;
  • მედიის წარმომადგენელი (რადიო ან ტელევიზია);
  • გაყიდვების სპეციალისტი;
  • ქირურგი;
  • ჟურნალისტი;
  • პოლიციის ოფიცერი;
  • მღვდელმსახური;
  • შეფ-მზარეული;
  • სახელმწიფო მოხელე;


რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველ ადვოკატსა და უფროსს პიროვნება დაზიანებული აქვს. უბრალოდ ამ პოზიციებზე ფსიქოპათები უფრო მარტივად ავლენენ პოტენციალს და წარმატებას აღწევენ.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ ფაქტი, რომ გამოკითხვა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ჩატარდა.

2. ამჯობინებს ღამეს
ავსტრალიელი მეცნიერების 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით ფსიქოპათები "ბუები" არიან.

როგორც ერთ-ერთმა მეცნიერმა ახსნა, ისინი მიეკუთვნებიან "ბნელ ტრიადას" ნაცისისტებთან და მაკიაველისტებთან ერთად და არიან მტაცებლები. სანადიროდ ღამეს ამჯობინებენ და როცა სხვებს ღვიძავთ, ისინი იძინებენ.

3. არ ამთქნარებს
მთქნარების გადამდებობა ემპათიას უკავშირდება. მაგრამ, ფსიქოპათები, როგორც ცნობილია, ამისკენ არ იხრებიან. ამიტომ არასოდეს დაამთქნარებენ ვიღაცის შემდეგ. 2015 წელს ამერიკაში ჩატარებული კვლევა ამას მთლიანად მოწმობს.

4. უყვარს მწარე
2015 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ფსიქოპათებს და სადისტებს მწარე საკვები უყვართ. ამიტომაც შავი ყავის მოყვარულები "ეჭვმიტანილები" არიან.

წყარო: lifehacker.ru