onlain sesxebi - ყველა

როგორ გავხადოთ დღე უკეთესი?

როგორ გავხადოთ დღე უკეთესი?

1. დაჯექით ქუჩაში 5-10 წუთით, ისე, რომ არაფერმა მოგაცდინოთ
იპოვეთ მოსახერხებელი და მყუდრო ადგილი კარგი ხედით. წაიღეთ ბოთლი წყალი ან ჭიქა ყავა, ტელეფონი კი დატოვეთ ან გამორთეთ. უბრალოდ მიმოიხედეთ და შეამჩნიეთ წვრილმანები. ასე იგრძნობთ კავშირს სამყაროსთან.

2. გაისეირნეთ
სეირნობა მშვენიერი არაინტენსიური ვარჯიშია. ის დაგეხმარებატ გამოფხიზლებაში და გააძლიერებს სისხლის მიმოქცევას. სუფთა ჰაერი, მზე და გარემოს კვლევის შესაზლებლობა კი ენერგიით აგავსებთ.

3. დალიეთ წყალი
წყალი აუცილებელზე აუცილებელი ელემენტია ორგანიზმის მთელი სისტემისთვის. ის გამოგაფხიზლებთ და შიმშილის გრძნობას მიაძინებს.

4. გააკეთეთ მოკლე გაჭიმვა
ამის შემდეგ თქვენ თავს უფრო მოშვებულად და მოძრავად იგრძნობთ. თუმცა არ დაგავიწყდეთ მანამდე გახურება. ცოტა გაირბინეთ ან ადგილზე იხტუნავეთ.

5. მიირთვით რაიმე სასარგებლო
მაგალითად, ხილი ან ბოსტნეული. ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა სუფთა ჰაერზე. თან წაიღეთ ბანანი ან ვაშლი, დაჯექით ქუჩაში, როგორც პირველ პუნქტშია აღწერილი.

6. დაეხმარეთ ვინმეს არაფრის სანაცვლოდ
გადაიტანეთ მძიმე ჩანთა, დაეხმარეთ მეზობელს ან უბრალოდ უცნობ ადამიანს. ეს არ წაგართმევთ დიდ დროს, სამაგიეროდ თავს უკეთ იგრძნობთ.

7. წაიკითხეთ მონაკვეთი კარგი წიგნიდან
აიღეთ წიგნი თემაზე, რომელიც დიდი ხანია გაინტერესებთ. წაიკითხეთ რამდენიმე გვერდი დღეში და გადაამუშავეთ ინფორმაცია. ასე შეითვისებთ მატერიალს და იდეებს თავში დარჩენის შესაძლებლობას მისცემთ.

8. გადაუხადეთ მადლობა მას, ვინც ცოტა ხნის წინ დაგეხმარათ.
თუ თქვენთვის რაღაც კარგი გააკეთეს, გაიმეტეთ რამდენიმე წუთი და გამოხატეთ მადლიერება. დაწერეთ წერილი და მადლობა გულით გადაუხადეთ ადამიანს. კარგია იმის ცოდნა, რომ შენს დახმარებას აფასებენ.

9. მიიღეთ ხანგრძლივი შხაპი ან აბაზანა
ჩვეულებრივ ამ პროცედურას ავტომატურად გავდივართ და გრძნობებს ყურადღებას არ ვაქცევთ, მაგრამ, თუ ყველაფერს გააზრებულად გააკეთებთ დიდი ენერგიით აივსებით.

10. დახარჯეთ 15 წუთი დალაგებისთვის
გადაყარეთ ნაგავი და ნივთები თავიანთ ადგილზე დაალაგეთ. ესეც კი საკმარისია, რომ სახლი უფრო მყუდრო გახდეს. შეგიძლიათ მხოლოდ სამუშაო ადგილას და სამზარეულოში დალაგდეთ, მაშინაც კი საოცრად კარგად იგრძნობთ თავს.


წყარო: lifehacker.ru