onlain sesxebi - ყველა

20 სასარგებლო ჩვევა, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროში გამოგადგებათ

20 სასარგებლო ჩვევა, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროში გამოგადგებათ

ურთიერთობა

1. თუ პარტნიორთან დიდი ხანია ერთად ხართ, არ დაგავიწყდეთ კვირაში ერთხელ მაინც შეხვდით. ეს არის შესაძლებლობა უფრო განამტკიცოთ კავშირი და ისაუბროთ რუტინული საქმეებისგან შორს. თუმცა ყველაფერი ამისთვის საღამო სახლში არ გამოდგება.

2. მაღვიძრის დარეკვისთანავე საწოლიდან წამოხტომის ნაცვლად, რამდენიმე წუთი პარტნიორთან საუბარზე დახარჯეთ.

3. დაურეკეთ მშობლებს კვირაში ერთხელ. თუ გავიწყდებათ, დააყენეთ შემახსენებელი სიგნალი კალენდარში.

4. გამოყავით კვირაში ერთი საღამო ან ნაწილი შაბათ-კვირისა, რათა ახლობლებთან ერთად სადმე წახვიდეთ. მაგალითად, ქალაქგარეთ, კონცერტზე ან სპორტულ თამაშებზე. ეს ამყარებს ურთიერთობას.

სულიერი წონასწორობა

5. შეიმუშავეთ დილის რიტუალი. მასში ჩართეთ მედიტაცია, რათა დამშვიდდეთ. ასევე დადებითი ვიზუალიზაცია, რათა წარმატებისთვის განეწყოთ.

6. აალაგეთ საწოლი ყოველ დილით. ეს ცოტაოდენ პროდუქტიულობას მოგანიჭებთ.

7. ყოველდღე ნახევარი საათი გამოყავით ყოველდღიურობისგან დასასვენებლად.

8. გააკეთეთ ყოვლდღიური საქმეები სხვანაირად: მოამზადეთ სხვა კერძი, სამუშაომდე სხვა გზით მიდით, გაიხეხეთ კბილები, ერთ ფეხზე დგომით. მრავალფეროვნება სასარგებლოა ტვინისთვის.

9. ყოველი კვირის ბოლოს მოაწყვეთ დასუფთავება. სახლში, ტელეფონსა და კომპიუტერში. წაშალეთ ყველაფერი უსარგებლო და არასასურველი. წესრიგი გარემოში მხარს დაუჭერს წესრიგს ფიქრებშიც.

წარმატება

10. შემდეგი შვიდი დღე კვირა დღეს დაგეგმეთ. მაშინ ორშაბათს უფრო მარტივად მოკიდებთ ხელს საქმეს. მაშინვე გეცოდინებათ, რა უნდა გააკეთოთ.

11. გამოდით კომფორტის ზონიდან. სწორედ მის საზღვრებს მიღმე ხდება ყველაზე გასაოცარი რამეები.

12. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე დილით გააკეთეთ, რადგან ყველაზე ინტენსიური გონებრივი აქტივობა 9-11 საათებში იწარმოება. თანაც შემდეგ მთელ დღეს სასიამოვნოდ გაატარებთ, ზედმეტი დატვირთვის გარეშე.

13. გამოყავით გარკვეული დრო ფოსტაზე სამუშაოდ. ასე არ მოწყდებით საქმეს ყოველ ახალ სეტყობინებაზე და ყველაფერს ერთად უპასუხებთ. შემდეგ გააგრძელებთ უფრო მნიშვნელოვან საქმეზე მუშაობას.

14. არ დაგავიწყდეთ დასვენება. რამდენიმე წუთი დღეში და ახალ ენერგიას იგრძნობთ. შესაძლოა, სამუშაოს სხვა მხრიდან შეხედოთ.

თვითგანვითარება

15. უსარგებლო სერიალებისა და სატელევიზიო გადაცემების მაგივრად უყურეთ დოკუმენტურ ფილმებს, სხვადასხვა შემეცნებით ვიდეოებს. ეს დაგეხმარებათ განტვირთვაში და ცოდნა-განათლების მიღებაში.

16. იკითხეთ. მაგალითად, ძილის წინ. ესეც დაგეხმარებათ განტვირთვაში. დასვენების დღეებში კი კითხვას მეტი დრო დაუთმეთ.

17. განიხილეთ გასული კვირის დღეები. დახარჯეთ ამაზე რამდენიმე წუთი. იფიქრეთ, რა იყო კარგი, რა პრობლემებს შეეჯახეთ, რისი გამოსწორება შეიძლება შემდეგ კვირას. იფიქრეთ, რა რატომ მოხდა და რა უნდა შეცვალოთ.

ჯანმრთელობა

18. იძინეთ დღეში რვა საათი ან იმდენი, რამდენიც ნამდვილად გამოსაძინებლად გჭირდებათ.

19. დაკავდით სპორტით ყოველდღიურად. საკმარისია 15 წუთიც კი. გული მომავალში დიდ მადლობას გადაგიხდით.

20. იკვებეთ სწორად. ამჯობინეთ ნამდვილი, ახალი პროდუქტი, და არა ნახევარფაბრიკატები. ასევე ნურაფერი მოგწყვეტთ ჭამის პროცესს. კონცენტრირდით მის გემოზე და ყოველი ლუკმით სიამოვნება მიიღეთ. ნუ მიიყვანთ თავს სრულ დანაყრებამდე, სავსე მუცლიტ მუშაობა ძალიან რთულია.


წყარო: lifehacker.ru