onlain sesxebi - ყველა

15 კარგი ფინანსური რჩევა

15 კარგი ფინანსური რჩევა1. აკონტროლეთ გასავალი და შემოსავალი. შეგიძლიათ ისარგებლოთ ინტერნეტ ბანკით, სპეციალური აპლიკაციებით ან უბრალოდ ბლოკნოტით.

2. ნუ დახარჯავთ საჩუქრებზე ზედმეტად ბევრს. წინასწარ დაგეგმეთ ბიუჯეტი და ეცადეთ მას არ გასცდეთ.

3. თუ კრედიტის აღება გადაწყვიტეთ, შეადარეთ საპროცენტო განაკვეთები. რა თქმა უნდა, ყველაზე სწრაფად ამის გაკეთება Mome.ge-ს საშუალებით შეგიძლიათ.

4. უთვალთვალეთ საპროცენტო განაკვეთებს და ძველი ვალები უფრო იაფი კრედიტის ხარჯზე დაფარეთ.

5. არ დაგავიწყდეთ 24 საათის კანონი. რაიმე დიდის შეძენამდე ერთი დღე-ღამე დაიცადეთ და შემდეგ გადაწყვიტეთ ნამდვილად გსურთ თუ არა ის.

6. საყიდლების საფასური საბანკო ბარათებით დაფარეთ. ასე ქეშბექსა და ბონუსებს მიიღებთ.

7. საპენსიო დანაზოგის კეთება რაც შეიძლება ადრე დაიწყეთ. შემოსავლის 10% მაინც გაიმეტეთ.

8. საფულით რაც შეიძლება ნაკლები ფული ატარეთ. ნაკლებს დახარჯავთ და დაკარგვის შემთვევაშიც არ ინერვიულებთ.

9. გამოიყენეთ ავტომატური გადარიცხვის ფუნქცია შემნახავ ანგარიშზე. მისი მიერთება ინტერნეტ ბანკზე შეგიძლიათ. ასე არ დაგჭირდებათ დიდი ძალისხმევა, რომ ფული მომავლისთვის გაიმეტოთ.

10. არასოდეს მოაწეროთ დოკუმენტს ხელი, თუ ბოლომდე არ გაქვთ წაკითხული. ეს შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეთ.

11. წინასწარ დაგეგმეთ მთელი კვირის მენიუ, რაც დაგეხმარებათ პროდუქტებზე გასავლის კონტროლში.

12. მთელი შემოსავალი და გასავალი ერთ თვეზე დაგეგმეთ. ასე არასოდეს დახარჯავთ ზედმეტს და არ გადაუხვევთ ბიუჯეტს.

13. ეცადეთ ავტომობილს მუდამ მოუგვაროთ მცირე პრობლემები, რათა მომავალში უფრო დიდი და ძვირადღირებული პრობლემებისგან დაზღვეული იყოთ.

14. არ დაივიწყოთ ფასდაკლებები, სხვადასხვა კუპონები, პრომოკოდები ან უბრალოდ სპეციალური შემოთავაზებები.

15. ისარგებლეთ კრედიტით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა გზა არ გაქვთ ან რაიმე მიზეზის გამო ეს უფრო მომგებიანია, ვიდრე საკუთარი ფულით გადახდა. თქვენ მტკიცედ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ აღებულ ფულს დააბრუნებთ.

წყარო: sravni.ru