onlain sesxebi - ყველა

4 რჩევა მათ, ვინც სიცხეს ვერ იტანს

4 რჩევა მათ, ვინც სიცხეს ვერ იტანს

1. არ დალიოთ ცივი წყალი
ის კი არ გვიკლავს წყურვილს, არამედ რამდენიმე წუთში ოფლთან ერთად მიფრინავს, და თან მიაქვს მარილი. დალიეთ ჩაი ან რომელიმე არატკბილი და არაალკოჰოლური სასმელი. გაზიან სასმელებზე ყველაფერი გასაგებია: რაც უფრო მეტს სვამ, მით მეტი გინდება.

2. თუ სახლიდან სიცხეში გამოდიხართ, არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები
იარეთ რბილად, იმოძრავეთ ქუჩის ჩრდილიან მხარეს. და მთავარი: ყოველთვის, როცა სადმე სიცხელი წახვალთ, ყოველი ასეთი გასვლის შემდეგ ტერფები წივ წყალში დაიბანეთ. იქ უამრავი ბიოლოგიურად აქტიური წერტილია, რომელსაც ეს სიამოვნებს, თანაც სასარგებლოა.

3. ცივი ჩაი - კარგია
მოამზადეთ 1 ლიტრი არაძლიერი ნებისმიერი ჯიშის ჩაი. როცა გაცივდება, ცოტაოდენი თაფლი, ლიმონი და პიტნა დაუმატეთ. ის ისმევა ყინულით და არამხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლოცაა.

4. დაამზადეთ "იაპონური კონდიციონერი"
ხანდახან იაპონურ ფილმებში შეხვდებით ადამიანებს, რომელთაც თეთრი პირსახოცები აქვთ მოხვეული კისერზე. ეს გენიალური მოფიქრებაა. უბრალოდ აიღეთ თეთრი სუფთა პირსახოცი, დაასველეთ ცივ წყალში, შემოიხვიეთ კისერზე. როცა გაშრება, თავიდან დაასველეთ. შემამსუბუქებელი ეფექტი რამდენიმე წუთში თვალსაჩინო იქნება.

წყარო: lifehacker.ru