onlain sesxebi - ყველა

რა უნდა გააკეთოთ, თუ მზეზე დაიწვით

რა უნდა გააკეთოთ, თუ მზეზე დაიწვით
მზის დამწვრობა - უსიამოვნო ტრავმა, რომელიც გამოწვეულია ულტრაიისფერი სხივების მიერ კანის დაზიანებით. კანი წითლდება, ხდება მგრძნობიარე, გვტკივა და გვეფხანება. რამდენიმე დღის შემდეგ კი, როცა სიწითლე გაგვივლის და გაღიზიანება მცირდება - კანი იფხიკება და გვძვრება.

ყველაზე ხშირად ვიწვებით სანაპიროზე, სადაც წყალი ისხლიტავს მზის სხივებს და პირდაპირ ჩვენკენ მომართავს. განსაკუთრებით არ უმართლებთ ადამიანებს თეთრი კანითა და ჭორფლებით.

როგორ ვუმკურნალოთ მზის დამწვრობას

როგორც კი შეამჩნევთ, რომ კანი შეწითლდა, დაუყოვნებლივ შეაფარეთ თავი ჩრდილს, უმჯობესია გრილი შენობა.

დალიეთ რაც შეიძლება მეტი, რათა სხეულმა დაკარგული სითხე დაიბრუნოს და დაეხმაროს კანის შეხორცებას.

გააგრილეთ კანი ცივ წყალში 20 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ სველი პირსახოციც გამოიყენოთ.

შეგიძლიათ მიიღოთ რომელიმე ტკივილგამაყუჩებელი

დაამუშავეთ დამწვრობა სპეციალური საშუალებებით. განსაკუთრებით ეფექტურია საშუალება სპრეის სახით, დამწვრობების სამკურნალოდ.

არ ღირს დამწვრობის მაწვნითა და სხვა სახალხო საშუალებებით დამუშავება, რათა დამწვარ ადგილს კიდევ ალერგიასთან და ბაქტერიებთან ბრძოლა არ მოუწიოს.

დაიმალეთ მზისგან და ატარეთ თავისუფალი ტანსაცმელი ნატურალური ქსოვილისგან, სანამ კანი არ აღდგება.

როდის გავიქცეთ ექიმთან

ძლიერად დაიწვით: არამხოლოდ მხრები ან ცხვირი, არამედ მთელი ტანი ცხვირიდან წელამდე. რაც უფრო დიდია დამწვრობა, მით უფრო საშიშია.

აგიწიათ სიცხემ, გამცივნებთ.

ძლიერ გტკივათ თავი და გეხვევათ თავბრუ, გული გერევათ.

კანზე გაჩნდა ბუშტები და შეშუპებები.

ამ შემთხვევებში ექიმი დამატებით საშუალებებს გამოგიწერთ.

როგორ არ უნდა მივიღოთ მზის დამწვრობა

გამოიყენეთ მზისგანდამცავი კრემი. რაც უფრო დიდია თქვენი დამწვრობის რისკი, მით უფრო ძლიერი უნდა იყოს დაცვის ფაქტორიც. ნუ დაინანებთ კრემს. სანდო დაცვისთვის ზრდასრულ ადამიანს სჭირდება 6-8 ჩაის კოვზი ლოსიონი, და არ დაგავიწყდეთ კისტირა და ყურების დამუშავება.

ნუ დაელოდებით, სანამ კანი გაცხელდება. მზის დამწვრობა შეუმჩნეველია,რადგან ქარი და წყალი სანაპიროზე აგრილებენ კანს. და როცა ის აგვტკივდება - უკვე გვიანია. ასე რომ ნუ მისცემთ ამინდს მოტყუების საშუალებას.

მზეზე წუთებით გამოდით. გარუჯვისთვისაც კი ცოტა ხნით მოშორდით ჩრდილს, 10-15 წუთი საკმარისია, შემდეგ დაისვენეთ, შემდეგ ისევ გამოდით. ამისთვის სპეციალური აპლიკაციებიც კი არსებობს, ისინი გითითებენ, როდის შეიძლება მზეზე გახვიდეთ.


და დაიმახსოვრეთ, რომ ბავშვებს საერთოდ არ უღირთ გარუჯვა. D ვიტამინის გამოსამუშავებლად საკმარისია ზაფხულში ხეების ჩრდილში სეირნობაც კი და არა სანაპიროზე გოჭივით შებრაწვა. ეს მათთვის ნამდვილად ზედმეტია.

წყარო: lifehacker.ru