onlain sesxebi - ყველა

4 უბრალო სავარჯიშო ყურადღების კონცენტრაციისთვის

4 უბრალო სავარჯიშო ყურადღების კონცენტრაციისთვის

1. სუნთქვა
დაიწყეთ გაცნობიერებული სუნთვით. დაჯექით მოსახერხებელ პოზაში, გაიმართეთ. მთელი ყურადღება სუნთქვისგან მიღებულ შეგრძნებებზე მიმართეთ. შეიგრძენით, როგორ ხვდება გრილი ჰაერი ნესტოებში და როგორ მიემართება ფილტვებისკენ.

თუ ყურადღება გაგექცევათ, რბილად დაუბრუნდით სუნთქვას. ნუ გადაიწურავთ იმედს, თუ ამის რამდენჯერმე გამეორება მოგიწიათ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ყურადღება პატარა ლეკვია, რომელსაც საბელით სიარულს ასწავლით. როცა გვერდზე გაიქცევა, რბილად წამოიყვანეთ უკან.

2. სიარული
კონცენტრირდით სიარულის შეგრძნებებზე: იგრძენით, როგორ ეხება ფეხი მიწას, როგორ გიბერავთ მცირე ნიავი. მნიშვნელობა არ აქვს სად დადიხართ: ქუჩაში თუ დაწესებულებაში.

3. სხეულის სკანირება
თუ ყურადღება ფარანია, მაშინ სკანირებისას მთელი ტანი მისით უნდა გაანათოთ. დაიწყეთ ფეხის თითებით, შეამჩნიეთ იქაური შეგრძნებები. შეიძლება იგრძნოთ ჩხვლეტა, სითბო, სიცივე. შემდეგ ნელ-ნელა ზემოთ აყევით.

როცა ყურადღების ერთ კონკრეტულ ობიექტზე მიმართვასა და შენარჩუნებას შეზლებთ, შეგიძლიათ თავისუფალ დაკვირვებაზე გადახვიდეთ.

4. თავისუფალი დაკვირვება
ის გეხმარებათ იმის შემჩნევაში, რაც გარშემო ხდება, თუმცა ნუ ჩაეჭიდებით ამას. აქ არ არის საჭირო კონკრეტულ ობიექტებზე კონცენტრირება. ამის მაგივრად იყავით ღია ყოველი ახალი შეგრძნებისთვის.

ამისათვის დაჯექით მოსახერხებელ პოზაში და ეცადეთ შეამჩნიოთ ყოველი შეგრძნება, ფიქრი და ემოცია, მაგრამ ნუ შეაკავებთ მათ. შეგიძლიათ განსხვავებულ კატეგორიებში დაალაგოთ. მაგალითად, გეგმა, განგაში, გარჩევა, მოგონება.

წყარო: lifehacker.ru