onlain sesxebi - ყველა

მზის დარტყმა: რა გავაკეთოთ, თუ სიცხისგან თვალში გვიბნელდება და გული გვერევა?

მზის დარტყმა: რა გავაკეთოთ, თუ სიცხისგან თვალში გვიბნელდება და გული გვერევა?

ნიშნები მზის დარტყმის მოახლოებისა
ეს არის ერთგვარი გადახურება. ის ხდება მაშინ, როცა სხეულს არ შეუძლია დაუბრუნდეს ნორმალურ ტემპერატურას, რომელიც არის 37,7 °С.

მზის დარტყმას მისი პირდაპირი სხივები იწვევს და განსაკუთრებით აზიანებს თავის არეს.

საბედნიეროდ, ის არ მოდის მომენტალურად. მზის დარტყმამდე ადამიანი განიცდის თერმულ გამოფიტულობას. ეს არის მზარდი მდგომარეობა, რომელიც გვაფრთხილებს: ორგანიზმი ვერ უკლავდება თერმორეგულაციას, სასწრაფოდ უნდა დაეხმაროთ გაციებაში.

თერმული გემოფიტულობა შეიძლება ამოიცნოთ შემდეგით:

1. ღია, ცივი, წებოვანი კანი

2. თავბრუსხვევა

3. მეხსიერების სისუსტე და დაბნეულობა

4. თვალთდაბნელება

5. გაძლიერებული ოფლიანობა

6. თავის ტკივილი

7. მსუბუქი გულისრევა

8. გახშირებული გულისცემა

9. კუნთების სპაზმი

10. მუქი შარდი (გაუწყლოების ნიშანია)

მზის დარტყმის სიმპტომები

თუ გაუწყლოების სტადია უკვე გაიარეთ და საქმე მზის დარტყმამდე მივიდა, სიმპტომები კიდევ უფრო უსიამოვნო იქნება:

1. სხეულის ტემპერატურა 40 °С-ზე მაღლა

2. გაძნელებული სუნთქვა

3. ძლიერი ღებინება

4. გულისწასვლა

5. გულის რიტმის სერიოზული დარღვევები

6. შიდა ორგანოების შესაძლო დაზიანება სითბური შოკისგან

7. შეცდომები ტვინის მუშაობაში

ყველაფერი ეს ძალზე საშიშია, საფრთხე არამარტო თქვენს ჯანმრთელობას, არამედ სიცოცხლესაც ემუქრება. ამიტომ სწრაფად მიიღეთ ზომები. ეცადეთ რაც შეიძლება ადრე, გაუწყლოების სტადიაზე.

ზომები თერმული გამოფიტვისას

1. შეწყვიტეთ ფიზიკური აქტივობა

2. მოშორდით მზეს, შედით ჩრდილში, მსუბუქ ნიავზე

3. შეძლებისდაგვარად გაიხადეთ ტანსაცმელი

4. შუბლზე დაიდეთ ცივ წყალში დასველებული პირსახოცი

5. დალიეთ მინიმუმ 1-2 ჭიქა წყალი. ეს აუცილებელია ორგანიზმისთვის, რომელმაც ოფლის ადეკვატური რაოდენობა უნდა გამოყოს

პირველადი დახმარება მზის დარტყმისას

ის მიეკუთვნება გადაუდებელ სამედიცინო მდგომარეობების სიას, ამიტომაც მაშინვე გამოიძახეთ სასწრაფო.

სანამ სასწრაფო გზაშია, გაიარეთ იგივე პროცედურები, როგორიც თერმული გამოფიტულობისას. მათი ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ "მძიმე არტილერიაც" დაუმატოთ:

1. დაზარალებულს დააწყვეთ ყინულის პაკეტები, გახვეული თხელ ზეწარში.

2. ჩააწვინეთ ადმიანი ცივი წყლით სავსე აბაზანაში, რათა სწრაფად შემცირდეს კრიტიკული ტემპერატურა. ყურადღება: ამ რჩევით სასურველია დამხმარეებთან ერთად ისარგებლოთ. ადამიანის მარტო აბაზანაში ჩაწვენა საშიშია.

მოსული ექიმები შეაფასებენ პაციენტის მდგომარეობას. თუ მეიდიცნამდელი დახმარება ეფექტური აღმოჩნდა, ჰოსპიტალიზაცია საჭირო აღარ იქნება. ექიმებმა შეიძლება მხოლოდ წვეთოვანი დატოვონ, რათა ოფლთან ერთად დაკარგული ელექტროლიტები აღდგნენ.

წყარო: lifehacker.ru