onlain sesxebi - ყველა

როგორ დავიძინოთ ცხელ ამინდში, თუ კონდიციონერი არ გვაქვს?

როგორ დავიძინოთ ცხელ ამინდში, თუ კონდიციონერი არ გვაქვს?
1. გააღეთ საძინებლის კარი
ოთახის გასაგრილებლად აუცილებელია ჰაერის ცირკულაცია. ამიტომ, დაწოლამდე, გააღეთ საძინებლის კარი. ასევე შეგიძლიათ ჩართოთ ვენტილატორი. ეს ჰაერის მოძრაობას ხელს შეუწყობს.

2. ნუ შეჭამთ მძიმე საკვებს
ძილზე ისიც მოქმედებს, თუ რას ვჭამთ დღის განმავლობაში. ამიტომ განსაკუთრებით ცხელ დღეებში შეარჩიეთ შედარებით მსუბუქი საკვები, რათა ორგანიზმს მეტი ძალისხმევა არ დასჭირდეს მოსანელებლად.

3. მიიღეთ გრილი შხაპი
კარგი ძილისთვის უნდა დაიწიოთ სხეულის ცენტრალური ტემპერატურა. ამისათვის მიიღეთ ხანგრძლივი გრილი შხაპი ან აბაზანა. ამ დროში დაკარგავთ მიღებულ ცხიმებსა და ოფლს, ეს სხეულს სუნთქვის საშუალებას მისცემს.

4. დალიეთ ცივი სითხე დაძინებამდე ერთი საათით ადრე
როგორც კარგი შხაპი, ისე ცივი დასალევიც კარგად დაგიწევთ ტემპერატურას. მაგრამ არ დალიოთ ალკოჰოლი და კოფეინის შემცველი სითხეები - ისინი ძილს დაგირღვევთ.

5. დაიძინეთ ტანსაცმლის გარეშე
ასე ორგანიზმი უკეთ ისუნთქებს. თუ ყველაფრის გარეშე დაძინება არ შეგიძლიათ, აირჩიეთ ბამბის სამოსი. ის მარტივად სუნთქავს და ნესტს არ უშვებს.

წყარო: lifehacker.ru