onlain sesxebi - ყველა

6 რამ, რასაც არ უნდა ველოდოთ სხვისგან

6 რამ, რასაც არ უნდა ველოდოთ სხვისგან
ნაკლები მოლოდინი - ნაკლები იმედგაცრუება

1. ნუ ელით, რომ ადამიანები მუდამ ყველაფერში დაგეთანხმებიან
თქვენ ღირსი ხართ ბედნიერებისა. იმსახურებთ ცხოვრების გატარებას ისე, როგორც ოცნებობთ. ამიტომ ნუ მისცემთ უფლებას ყოველ აზრს სწორი გზიდან გადაგაგდოთ. არც თქვენ ცხოვრობთ სხვისი აზრების დასაკმაყოფილებლად და არც სხვა ცხოვრობს იმისთვის, რომ მუდამ გეთანხმებოდეთ. ეცადეთ იყოთ თქვენი თავი და მიენდეთ ინტუიციას. ნუ ადარებთ საკუთარ თავს სხვას და ნუ გშურთ მისი.

2. ნუ ელით პატივისცემას სხვისგან, თუ თავად არ სცემთ პატივს საკუთარ თავს
ძალა სულის სიმტკიცეში უნდა ეძიოთ, და არა კუნთებში. თქვენი ძალა არის პრინციპები და თავდაჯერებულობა, მზადყოფნა მათი გამოვლენისა. გაიგეთ, რომ სხვები ვერ გამოიჩენენ სიყვარულს, პატივისცემასა და ყურადღებას, თუ ჯერ თქვენ არ დააფასებთ საკუთარ თავს.

3. ნუ ელით სიმპათიას ყველასგან
ზოგიერთ ადამიანთან ყოფნისას შეიძლება თავი უსარგებლოდ, უღირს ადამიანად იგრძნოთ, სხვასთან - ვერ შეიგრძნოთ საკუთარი მნიშვნელობა. არ დაივიწყოთ საკუთარი ფასი. გაატარეთ დრო ხალხთან, რომლებიც გაფასებენ.

არ აქვს მნიშვნელობა, როგორ კარგად ეპყრობით ადამიანებს. სამყაროში ყოველთვის გამოჩნდება ერთი ნეგატიური ადამიანი, რომელიც მუდამ გაგაკრიტიკებთ. გაიღიმეთ, დააიგნორეთ და გააგრძელეთ წინსხვლა.

4. ნუ ელით სხვა ადამიანისგან ყოფნას ისეთად, როგორსაც გინდათ, რომ ხედავდეთ
როდესაც შეწყვეტთ სხვებისგან იმის მოლოდინს, რომ თქვენს ყველა წარმოდგენას დააკმაყოფილებენ, სწორედ მაშინ დაიწყებთ ჭეშმარიტად მათ დაფასებას.

პატივი ეცით ადამიანს იმის გამო, რაც არის, და ნუ ეცდებით მის შეცვლას. ჩვენ ვერასოდეს შევიცნობთ სხვა ადამიანს ბოლომდე, რაც უფრო მეტს გაიგებთ მასზე და არ ეცდებით ყველაფრის შეცვლას, მისი ღირსების დაფასებაც უფრო მარტივი იქნება.

5. ნუ ელით, რომ ადამიანები თქვენს აზრებს წაიკითხავენ
ალბათ გაგიგიათ, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ სხვისი აზრების კითხვა. ისინი ვერასდროს გაიგებენ, რას გრძნობთ სინამდვილეში, თუ თავად არ მოუყვებით ამის შესახებ. მაგალითად, თქვენმა უფროსმა შეიძლება არც კი იფიქროს დაწინაურებაზე, თუ თქვენ არ დაელაპარაკებით. არც სიმპათიური ბიჭი ან გოგონა დაგელაპარაკებათ, თუ იმორცხვებთ. როგორ უნდა გააკეთონ ეს, თუ მუდამ ემალებით?

6. ნუ ელით, რომ ყველაფერი თავისით დალაგდება
იყავით უფრო კეთილი გარშემომყოფებისადმი, რადგან მათაც უჭირთ. ყოველი ღიმილის უკან იმალება დაძაბული შინაგანი ბრძოლა, ხშირად იმავე პრობლემებით, რომლებიც თქვენ გაქვთ.

ყველა დაჯილდოებულნი ვართ შესაძლებლობით ჭირსა და უბედურებაში გზა გავიკვლიოთ, იმის მაგივრად, რომ უბრალოდ იქ ჩავრჩეთ. მხარდაჭერა ხშირად საუკეთესოა, რისი მიღებაც შეგვიძლია. უნდა ვისწავლოთ მისი მიღება და, რაღა თქმა უნდა, გაცემაც. მაშინ ყველაფერს მარტივად დავძლევთ.

წყარო: lifehacker.ru