onlain sesxebi - ყველა

როგორ დავზოგოთ 30 წუთი დღეში?

როგორ დავზოგოთ 30 წუთი დღეში? 1. რთული სამუშაო გააკეთეთ დილით
საჭირო არ არის დილის ხუთ საათზე ადგეთ და საქმეებს მიახტეთ, დილს ყავაც კი არ დალიოთ. მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ზრდასრული ადამიანი ყველაზე დიდ გონებრივ აქტივობას 9 და 11 საათებს შორის ავლენს, შემდეგ კი აქტივობა იკლებს. ასე რომ, 9 საათზე დაიწყეთ საქმე, რომელიც ყველაზე მეტს მოითხოვს, დანარჩენი წვრილმანები კი შემდეგისთვის დაიტოვეთ.

2. დააჯგუფეთ მსგავსი დავალებები
თქვენს ტვინს უწევს გადაწყობა, როცა სხვა ამოცანის შესრულებას იწყებთ. ამას 20 წუთი სჭირდება. დააჯგუფეთ მსგავსი ამოცანები, რათა არ დაკარგოთ დრო გადართვაზე. მაგალითად, თუ წერილს უნდა უპასუხოთ, უპასუხეთ დანარჩენებსაც, ასე უფრო სწრაფი იქნება.

3. თავი აარიდეთ ხელისშემშლელ ფაქტორებს
რა თქმა უნდა, მთელი დღე ვერ შეძლებთ ოფისის არეულობისა და პირადი საქმეების იგნორირებას, მაგრამ ნახევარი საათით მაინც გამორთეთ ტელეფონი, დაკეტეთ უჯრები ბრაუზერში და შეძლებისდაგვარად ცალკე ოთახში იმუშავეთ, დაკეტეთ კარი.

4. გაასუფთავეთ და დააორგანიზეთ სამუშაო ადგილი
თქვენი მაგიდა შეიძლება იდეალურად სუფთა იყოს, მაგრამ ეს ვერ გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას. სამუშაო სისუფთავე არის ყველაფრის მოწესრიგება და ისე დალაგება, რომ ხელი არაფერმა შეგიშალოთ, უნდა იცოდეთ სად რა დევს: ბლოკნოტი, ტელეფონი, კალამი, დამტენი... იგივე ეხება სამუშაო პროგრამებსა და ფაილებს კომპიუტერში.

5. მოემზადეთ საღამოდან
ეს მშვენიერი ჩვევაა, რომელსაც ზოგიერთი ჩვენგანი სკოლიდანვე ეჩვეოდა. როგორი სამწუხაროა, რომ დროთა განმავლობაში ბევრმა დაივიწყა. მაგრამ, თუ საღამოდანვე ჩაალაგებთ ჩანთას, დააუთოვებთ ტანსაცმელს, მოამზადებთ საუზმეს, მოათავსებთ კონტეინერში და შედებთ მაცივარში, დილით თავისუფალი იქნებით და ნახევარ საათზე მეტსაც დაზოგავთ.

წყარო: lifehacker.ru