onlain sesxebi - ყველა

რა შეუძლია გვითხრას ზოდიაქოს ნიშანს თქვენი ჯანმრთელობის შესახებ?

რა შეუძლია გვითხრას ზოდიაქოს ნიშანს თქვენი ჯანმრთელობის შესახებ?
1. ვერძი
ისინი მიხვედრილნი, მტკიცე და მდგრადნი არიან. თუმცა ხანდახან ისინი თავით პირდაპირ პრობლემებში ეშვებიან. როცა ამ ზოდიაქოს წარმომადგენლები გრძნობენ, რომ ენერგიას ვერ ათავისუფლებენ, შეიძლება დაეწყოთ პრობლემები ცხვირის ღრუში და დაძაბულობა ყბებში.

2. კურო
როცა კურო იჭედება მატერიალურ სამყაროში და მას რუტინა ითრევს, თავს მახეში გრძნობს. ასეთი პრობლემები მათი კისერის კუნთებზე დაძაბულობითა და შეკუმშულობით აისახება.

3. ტყუპები
ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ამ ნიშნის თითოეული წარმომადგენლის მიზანი ურთიერთობაა, შესაძლებლობა ემსახუროს ვინმეს ელჩის სახით. ეს ზოდიაქოს ნიშანი შეიძლება მაჯებსა და თითებში ყველაზე ხშირად გრძნობს ტკივილს.

4. კირჩხიბი
კირჩხიბი წყლის ნიშნებს მიეკუთნება და ბუნებით ძალიან მგრძნობიარეა. ეს ნიშანი საკმარისად ჩაკეტილია და არ გვიჩვენებს ჭეშმარიტ გრძნობებს, რასაც ორგანიზმში წყლის შეჩერებისკენ მივყავართ. შეიძლება წარმოიქმნას კისტა და შემცირდეს ენერგია.

5. ლომი
ლომებს მზე მართავს, ამიტომაც თავიანთი ლიდერობითა და კრეატიულობით მთელი სამყაროს განათებას ცდილობენ. როცა ის გრძნობს, რომ ძალუცს ხალხის მართვა, მკერდს ზნექს, მხრები კი უკან მიაქვს. ასეთ დისბალანსს ზურგის ზედა ნაწილის ტკივილებამდე მივყავართ.

6. ქალწული
ქალწულთა ძირეული პრობლემაა საჭმლისმომნელებელი ტრაქტის დაავადებები. ამ ზოდიაქოს წარმომადგენლის კუჭის მდგომარეობა შეიძლება მიგვითითებდეს იმაზე, თუ როგორ იღებს რეალობას.

7. სასწორი
სასწორები ძალიან ალტრუისტურები არიან და აქვთ მიდრეკილება, სხვისი ინტერესები საკუთარზე მაღლა დააყენონ. ისინი ტყავიდან ძვრებიან, რაც შეიძლება ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილით გამოიხატოს, მათ ხომ არ შეუძლიათ ფიქრი საკუთარ თავზე.

8. მორიელი
მორიელები მოსიყვარულეები არიან, თუმცა ხანდახან უჭირთ წარსული ურთიერთობებისა და გამოცდილების გაშვება უჭირთ.

9. მშვილდოსანი
ასტროლოგიის თანახმად, მშვილდოსანი არის კენტავრი, ნახევრად ადამიანი - ნახევრად ცხენი, რომლის ტანის ნაწილები ერთმანეთშ თეძოების რაიონში ხვდება. ამ დონეზეა მოთავსებული წნევის ცენტრიც, ამიტომ მიიჩნევა, რომ მშვილდოსნები შეიძლება საჩდომის ნერვის ანთებით იტანჯებოდნენ.

10. თხის რქა
თხის რქები პიროვნულად გადამწყვეტები არიან. თუ ამ ნიშნის წარმომადგენელმა მიზანი დაისახა, ვერაფერი შეაჩერებს. მიუხედავად იმისა, რომ ნიშანი პასუხისმგებლიანი და მიზანდასახულია, მიდრეკილია ზედმეტი სამუშაოს აკიდებისკენ. ბევრი მუხლების პრობლემებით იტანჯება.

11. მერწყული
მრავალი მერწყული სერიოზულად უყურებს საკუთარ ინდივიდუალობას. ისინი უნდა იყვნენ ძლიერები, რათა შეინარჩუნონ ბალანსი და იდგნენ იმაზე, რისიც სწამთ.

12. თევზები
თევზები ცნობილნი არიან თავიანთი ფართო მსოფლმხედველობითა და შემოქმედებითი მიდგომით. ეს არის უკანასკნელი ნიშანი ზოდიაქოს წრისა. თევზები გამოსახავენ ბალანსს მატერიალურსა და სულიერს შორის, და როცა ის დაირღვევა, შესაძლოა ტერფების ტკივილი გაჩნდეს.

წყარო: onedio.ru