onlain sesxebi - ყველა

როგორ დავარწმუნოთ ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერი ხერხით?

როგორ დავარწმუნოთ ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერი ხერხით?


დამარწმუნებელია ის, რისი შემოწმებაც შეიძლება
იმისთვის, რომ რაიმე ჭეშმარიტად მიიჩნიოს, ადამიანს არ სჭირდება მისი შემოწმება. საკმარისია შესაძლებლობა შემოწმებისა. როცა არსებობს გასაგები, ხელმისაწვდომი და რეალური გზა რაიმეს შესამოწმებლად, მას ეს ყოფნის. შემდეგ ერთვება სიზარმაცე და ნდობა შემომთავაზებელისადმი. არავინ არაფერს შეამოწმებს, თუმცა დარწმუნება იმოქმედებს.

დამარწმუნებელია ის, რაც უნიკალურია
ადამიანები ყველაფერ დამარწმუნებლად მივიჩნევთ, რასაც ჩვენთვის უნიკალური თვისებები და ხარისხი აქვს.

იმისთვის, რომ უნიკალურობაში დავარწმუნოთ ვინმე, ჯერ პროდუქტის აუცილებლობა უნდა წარმოვადგინოთ კარგად.

დამარწმუნებელია ის, რაც ჩვეულს ჰგავს
ჩვენ არ ვეჭვდებით ჩვეულ რამეებში, ამიტომ, როცა რაღაც ახალი ან საკამათო ჩვეულს ჰგავს, ეს საკმარისად ძლიერი არგუმენტია მისი ჭეშმარიტების დასამტკიცებლად.

დამარწმუნებელია ის, რაც პროგრესზე მიუთითებს
წარმოდგენები პროგრესზე ღრმად არიან გამჯდარნი ჩვენში. ჩვენ მზად ვიქნებით იმის მიზაღებად, რაც პროგრესზე ჩვენს წარმოდგენებს დააკმაყოფილებს.

დამარწმუნებელია ის, რაც სასარებლოა
ეს ყველაზე ღირსეული არგუმენტია, ყოველ შემთხვევაში, ცდილობს მაინც. რაც ასასარგებლოა, მართლაც, კარგი და მისაღებია.

დამარწმუნებელია ის, რასაც ავტორიტეტი ამტკიცებს
ნებისმიერი ადამიანი მიიღებს იმას, რასაც მისი ავტორიტეტი ემხრობა. მაგალითად, უფროსი შეიძლება იყოს უხეში, როცა ქვემდგომს ესაუბრება, და შეიძლება იყოს რბილი, როცა ლეონარდო დი კაპრიოს ბილბორდით რომელიმე მარკის საათს არეკლამებს.

წყარო: lifehacker.ru