onlain sesxebi - ყველა

ფაქტები "შავ ჭირზე"

ფაქტები "შავ ჭირზე" შავი ჭირის ეპიდემია ევროპაში 1348-1351 წლებში იყო გავრცელებული და მისი მოსახლეობის 25-60% შეიწირა. ზუსტ რიცხვს ვერავინ დაასახელებს, რადგან ამის შესახებ მრავალი განსხვავებული წყარო არსებობს. დღევანდელი შეფასებით, მას 75-200 მილიონი ადამიანი უნდა ემსხვერპლა.

მას ეწოდა "შავი ჭირი" იმის გამო, რომ სიმპტომებად ადამიანებს უცნაური მეწამული და შემგდომში შავი წერტილები უჩნდებოდათ კისერზე, იღლიებსა და საზარდულზე. ეპიდემია დასრულდა 1351 წელს, მაგრამ შავი ჭირი ევროპას მეთექვსმეტე საუკუნემდე არ ასვენებდა ევროპას.

1346 წელს ხმებმა ჭირზე, რომელიც დაიწყო ჩინეთში, გავრცელდა მთლიან აზიაში, სპარსეთში, სირიაში, ეგვიპტესა თუ ინდოეთში, ევროპამდეც მოაღწია. როცა 1347 წელს თათართა ჯარი გენუურ ქალაქ კაფას იღებდა, ჯარისკაცებმა ქალაქში დაავადებული ადამიანის ტანი ჩააგდეს. 1347 წლის ნოემბერში გენუელი ვაჭრების ფლოტი მესინესა დასიცილიის ნაპირებს მიადგა. მანამდე კი მთელ შავ ზღვასა თუ ხმელთაშუა ზღვაში ივაჭრეს.

სიცილიიდან შავი ჭირი მთელს ევროპას მოედო, მივიდა უკიდურეს ჩრდილოეთამდე, ისლანდიასა და გერნლანდიაში. ჭირმა და კლიმატმა სამუდამოდ მოუღო ბოლო ნორვეგიულ კოლონიებს გრენლანდიის ნაპირებზე. სიენაში მოსახლეობის ნახევარი დაიხოცა. შეჩერდა მუშაობა ტაძარზე, რომელიც მსოფლიოში უდიდესი უნდა ყოფილიყო, ის დღემდე აუსენებელი დგას, როგორც მაცნე მოსული სიკვდილისა.

წყარო: i-fakt.ru