onlain sesxebi - ყველა

აშშ-ში გარდაიცვალა გორილა კოკო, რომელმაც 2000 სიტყვა იცოდა და ადამიანებთან საუბრობდა

აშშ-ში გარდაიცვალა გორილა კოკო, რომელმაც 2000 სიტყვა იცოდა და ადამიანებთან საუბრობდა


აშშ-ში ყველაზე ჭკვიანი გორილის - კოკოს - გარდაცვალების შესახებ გვაცნობეს. ის ცნობილი იყო იმით, რომ შეეძლო ჟესტების ენით ემეტყველა და 2000-მდე ინგლისური სიტყვა იცოდა. გორილა ძილში, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კოკო დაიბადა 1971 წელს სან-ფრანცისკოს ზოოპარკში. 1972 წელს მასთან მუშაობა დაიწყო მკვლევარმა ფრენსინ პატერსონმა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ პატარა გორილას ყრუ-მუნჯთა ენას ასწავლიდა.

კოკოს IQ მაჩვენებელი 75-95-ს შეადგენდა, მაშინ, როცა ადამიანის საშუალო მაჩვენებელი 100-ია. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ბიოლოგი მაინც ეჭვქვეშ აყენებდა მისი ფიქრებისა და გრძნობების გამოხატვის შესაძლებლობას.

კოკოს ძალიან უყვარდა კატები, უვლიდა მათ და სახელებსაც კი არქმევდა. როცა მისი საყვარელი კნუტი, სახელად ბურთი, მანქანის ბორბლებმა იმსხვერპლა, დოქტორმა პატერსონმა შეამჩნია, როგორ დარდობდა საყვარელ მეგობარზე გორილა.

პრესის წერილში წერია: "კოკო შევიდა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში, როგორც ელჩი ყველა პრიმატისა და შესაძლებლობა სხვა სახეობებთან საუბრისა და მათი გაგებისა. ის ძალიან დაგვაკლდება".

კოკომ ისეთი პოპულარობა მოიპოვა, ბევრ ვარსკვლავს შეშურდებოდა. მასზე ბევრი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, და ჟურნალების ყდაზეც ბევრჯერ გამოჩენილა, მათ შორის იყო ყველაზე ცნობილიც - National Geographic.

წყარო: ofigenno.com