გამარჯვებულებს არ ასამართლებენ
onlain sesxebi - ყველა

გამარჯვებულებს არ ასამართლებენ

გამარჯვებულებს არ ასამართლებენ

საყოველთაოდ ცნობილი გამოთქმაა "გამარჯვებულებს არ ასამართლებენ", რაც აღნიშნავს იმას, რომ მთავარია გაიმარჯვო, ნებისმიერი, უღირსი თუ ღირსეული გზით. პირველად ეს ფრაზა წარმოთქვა ეკატერინე II-მ გენერალისიმუსი სუვოროვის დასაცავად. ყველაფერი კი ასე მოხდა...

1773 წლის რუსულ-თურქული ომის დროს გენერალ-მაიორი ალექსანდრე სუვოროვი ფრონტზე მოლდავეთში გაგზავნეს. გენერალ-ფელდმარშალმა პეტრე რუმიანცევმა იგი თურქების სათვალთვალოდ დუნაის ნაპირზე ტუტრაკანის ციხესიმაგრესთან გაგზავნა.

სუვოროვს სულ 2300 ადამიანი ჰყავდა. მდინარის გადასალახად ნავები მომზადდა, თუმცა თურქები რუსებს ღამით დაესხნენ თავს. იმ ღამეს სუვოროვი სასწაულებრივად გადარჩა. ტყვეების გაცვლისას გაარკვია, რომ ციხესიმაგრეს 4000 კაციანი გარნიზონი სარი ფაშას მეთაურობით იცავდა. ეს შვიდჯერ მეტი იყო იმაზე, რამდენის გადაყვანაც რუსებს ნავებით შეეძლოთ. სუვოროვმა მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება. უბრძანა მომზადებულიყვნენ ღამით თავდასხმისთვის, რათა მოწინააღმდეგეს უთანაბრობა არ შეემჩნია. თურქებს იმ ღამით რუსთა ორმა კოლონამ შეუტია და წინ გაბნეულად მდგომი "იეგერების" წყალობით წარმატებით დაიკავა მტრის კედლები. რუსები ტურტუკაიში შეიჭრნენ. შედეგად გამოვიდა, რომ რუსებმა 200, თურქებმა კი 1500 კაცი დაკარგეს. ამ ბრძოლაში სუვოროვი ოსმალურმა ზარბაზანმა ფეხში დაჭრა.

სუვოროვმა რუმიანცევს მიწერა: "დიდება ღმერთს, დიდება თქვენ; ტურტუკაი აღებულია და მეც აქ ვარ".

ტურტუკაი სუვოროვმა თვითნებურად აიღო, ზემდგომი პირის გარეშე, რომელმაც მას უბრალოდ თვალთვალი დაავალა. განრისხებულმა რუმიანცევმა ის თავისთან დაიბარა, ჩამოართვა მეთაურობა და სიკვდილი მიუსაჯა. ტურტუკაისდროინდელი ჭრილობისგან მიღებული ციებ-ცხელებით ტანჯული ბუქარესტში ცხოვრობდა და განაჩენის აღსრულებას ელოდა, თუმცა უეცრად გაიგო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იმპერატორთან გაეგზავნათ.

მისმა გადაწყვეტილებამაც არ დააყოვნა. განაჩენზე ეკატერინე II-მ დაწერა: "გამარჯვებულებს არ ასამართლებენ" - და სუვოროვს გამოჩენილი სიმამაცისთვის წმინდა გიორგი II-ის სახელობის ჯვარიც გადასცა.

წყარო: i-fakt.ru