onlain sesxebi - ყველა

გაუთვლელი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ცხოველის ნაკბენის შემდეგ შეიძლება წარმოიშვას

გაუთვლელი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ცხოველის ნაკბენის შემდეგ შეიძლება წარმოიშვას

ალერგია ხორცზე ტკიპას ნაკბენის შემდეგ
ცოტამ თუ იცის, რომ ტკიპას ნაკბენის შემდეგ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ალერგია წითელ ხორცზე. რიგ შემთხვევებში, ტკიპას დატოვებული ორგანული ნაერთები და ხორცში შემავალი ნივთიერებები რთავენ სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში ალერგიული რეაქციის მექანიზმს.

ძვლების გახსნა აქლემის ნაკბენის შემდეგ
ვერავინ ამჩნევს, რომ აქლემი შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცხოველი იყოს დედამიწაზე, თუმცა ასეთი რისკი არსებობს. არსებობს სემტხვევები, როცა ორგანიზმში ნერწყვთან ერთად ხვდება ოსტეოლიზის გამომწვევი ბაქტერია, რომელსაც ძვლების გახსნამდე მივყავართ.

გადაულახავი შიში მედუზის დასუსხვის შემდეგ
მედუზა ირუკანჯის ნაკბენი არამხოლოდ მწვავე ტკივილს იწვევს, არამედ საშინელი ეფექტითაც გამოირჩევა, რასაც ეკზისტენციალური შიშის ეფექტი ეწოდება. ამ მედუზის მიერ დასუსხული ადამიანი შეიძლება მუდამ გადაულახავ შიშს განიცდიდეს, ნაკბენისგან განკურნვის შემდეგაც კი.

იხვნისკარტას ნაკბენისგან გამოწვეული საშინელი ტკივილი
იხვნისკარტა მიეკუთვნება იმ იშვიათ ძუძუმწოვართა რიგს , რომლის წარმომადგენლებიც შხამს წარმოქმნიან. იხვნისკარტას ტოქსინი ორგანიზმში მოხვედრისას აიწვევს უძლიერეს ტკივილს, რომელსაც ვერც ერთი ტკივილგამაყუჩებელი მოხსნის, ის კი შეიძლება თვეობით გაგრძელდეს.

ძლიერი სისხლდენა მუხლუხოს ნაკბენის შემდეგ
ლონომია - ბრაზილიაში მობინადრე შხამიანი მუხლუხო. მისი მთელი სხეული დაფარულია ბუსუსებით, რომლებიც მსხვერპლს უამრავი ანტიშემადედებელი ეფექტის მქონე შხამს ასხურებს. ეს იწვევს უამრავ შიდა თუ გარე სისხლდენას ადამიანის ორგანიზმში.

წყარო: adme.ru