სენტინელელები - XXI საუკუნის პირველყოფილი ტომი
onlain sesxebi - ყველა

სენტინელელები - XXI საუკუნის პირველყოფილი ტომი

სენტინელელები - XXI საუკუნის პირველყოფილი ტომი

ჩვენს კომპიუტერულ თანამედროვე ხანაში რთულია წარმოიდგინო, რომ სადღაც პლანეტაზე არსებობს ტომი, რომლის ცხოვრების წესი საერთოდ არ განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენი წინაპრები მრავალი ათასი წლის წინ აკეთებდნენ. თუმცა ასეთი ტომი არსებობს ინდოეთში, ბენგალის ყურეში, ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულზე.

ამ კუნძულის ფართობი სულ რაღაც 72 კვადრატული კილომეტრია, ზუსტ მოსახლეობას კი ვერავინ დაასახელებს, რადგანაც ადგილობრივები არც ისე მეგობრულად არიან განწყობილნი უცხოებისადმი. დაახლოებით 250 ადამიანს ვარაუდობენ. ზოგი მიიჩნევს, რომ მხოლოდ 50, ზოგისთვის კი ეს რიცხვი 400-ზე ნაკლები არც არის.

1974 წელს ამ კუნძულს გადამღები ჯგუფი მოადგა, რომელიც ადგილბორივებთან კონტაქტის დამყარებასა და მათზე დოკ. ფილმის გადაღებას გეგმავდა. კინემატოგრაფისტებმა ნაპირზე დატოვეს საჩუქრები: ქოქოსი, ღორი, ჭურჭელი და თოჯინა. სენტინელელებმა არ მიიღეს სტუმრები და მათ ისრები დაუშინეს, დაჭრეს ოპერატორი. მათ მოშორებით გაქცევა და დაკვირვება მოუწიათ. ადგილობრივებმა ღორი და თოჯინა მიწაში დამარხეს, ქოქოსი და ჭურჭელი კი ალბათ საჭიროდ ჩათვალეს და თან წაიღეს.

2001 წელს სცადეს აღეწერათ აქაური მოსახლეობა. სათანადო მანძილიდან შეძლეს 21 კაცი და 18 ქალი შეენიშნათ, რაც, რა თქმა უნდა, ვერანაირ საიმედო ინფორმაციას ვერ გვაძლევს მათ შესახებ.

2006 წელს ორმა ინდოელმა მეთევზემ გაუფრთხილებლობა გამოიჩინა და სასტუმროს იმდენად მიუახლოვდა, რომ ადგილობრივებმა ისრებით ორივე მოკლეს. სენტინელელებმა ინდურ პოლიციასაც კი არ მისცეს საშუალება გვამები გადაესვენებინათ, მათ ვერტმფრენსაც კი ისრები დაუშინეს და არ მისცეს დაშვების საშუალება.

ამ ტომს თავის ჩანაწერებში ახსენებს მარკო პოლოც, იტალიელი მოგზაური XIII საუკუნიდან. ის აღწერდა მათ, როგორც ყველაზე სისხლისმსმელ ტომს ნანახთაგან. შესაზლოა, სწორედ ამიტომ შენიარჩუნეს დამოუკიდებლობა დღემდე და ვერც ერთმა კოლონიზატორმა ვერ გარისკა ის ჩასვლა.

წყარო: i-fakt.ru