onlain sesxebi - ყველა

5 შეცდომა ავტომობილის ხელზე შეძენისას

5 შეცდომა ავტომობილის ხელზე შეძენისას

მთავარი მიზეზი, თუ რატომ ყიდულობს მომხმარებელი ავტომობილს ხელზე, რა თქმა უნდა, ხარჯების დაზოგვაა. ჩვენ მოგიყვებით იმ ხუთი ყველაზე გავრცელებული შეცდომის შესახებ, რომელსაც ხშირად უშვებენ მომხმარებლები.

1. უმთავრეს შეცდომას ვუშვებთ მაშინ, როდესაც ავტომობილს ყურადღებით არ ვამოწმებთ.
პირველრიგში, აუცილებლად უნდა გავარკვიოთ ხომ არ არის ავტომობილი ავარიაში მოყოლილი. ამის გამორკვევის არაერთი აპრობირებული მეთოდი არსებობს. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ "ქალთევზა" ავტომობილთან ხომ არ გვაქვს საქმე, ანუ ხომ არ იყო ის ჩაძირული. ასეთ მანქანებს, როგოც წესი შედარებით იაფად ყიდიან. მისი ამოცნობა შეიძლება ფარებზე დაკვირვებით, ასევე სალონში უნდა იგრძნობოდეს ნესტის სუნი, მიუხედავად არომატიზატორისა.

2. შესყიდვა დოკუმენტების გადამოწმების გარეშე.
ყურადღებით დააკვირდით, როგორ ტექპასპორტს წარმოგიდგენთ გამყიდველი. შესაძლოა გაყალბებული ან დუბლირებული დოკუმენტები გაჩვენონ. საბოლოოდ კი აღმოჩნდეს, რომ ავტომობილი დაკრედიტებულია, შესყიდვის შემდეგ ისღა დაგრჩებათ დაელოდოთ, როდის მოითხოვს ბანკი მის კომფისკაციას სასამართლოს გზით. ასე დაკარგავთ ავტომობილსაც და ფულსაც.

3. ზედმეტად მიმზიდველი ფასი.
თუ ისეთ ვარიანტს წააწყდებით, რომელიც საბაზრო ღირებულებაზე საკმაოდ დაბალ ფასად იყიდება, ნუ იზეიმებთ. შესაძლოა ავტომობილი სერიოზულ ავარიაში მოყოლილი აღმოჩნდეს, ან საქმე გვქონდეს თაღლითობასთან. ისინი ორიენტირებულები არიან წინასწარი "B"- ს გამოძალვაზე, შემდეგ კი ქრება განცხადებაც და გამყიდველიც.

4. იშვიათი ავტომობილის შეძენა.
შესყიდვისას გარდა მოდელისა და მარკის შერჩევისა, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება რამდენად ხელმისაწვდომია სერვისი. ხომ არ საჭიროებს ექსკლუზიურ მომსახურებას. ასეთ დროს ნაწილების შოვნა ნამდვილ თავგადასავლად გექცევათ, რომელიც პირდაპირ თქვენს ნერვებსა და ბიუჯეტს დაარტყამს.

5. შესყიდვა ვაჭრობის გარეშე.
გახსოვდეთ რომ ავტომოვაჭრეებს გათვალისწინებული აქვთ ვაჭრობის მომენტი. ისინი რამდენიმე ასეულ დოლარს ითვალისწინებენ, რათა მოგაჩვენოთ რომ ფასდაკლება მიიღეთ. გირჩევთ ყურადღებით დაათვალიეროთ, მიუთითოთ რაც შეიძლება მეტი წუნისკენ, დასვათ ბევრი შეკითხვა პრობლემებთან დაკავშირებით. ასე თქვენ უფრო მეტი შანსი გექნებათ რომ დაკლება აიძულოთ გამყიდველს.

წყარო: sravni.ru