5 მიზეზი, თუ რატომ არ გაძლევთ ბანკი კრედიტს
onlain sesxebi - ყველა

5 მიზეზი, თუ რატომ არ გაძლევთ ბანკი კრედიტს

5 მიზეზი, თუ რატომ არ გაძლევთ ბანკი კრედიტს

ყოველ ბანკს საკუთარი სტანდარტები და კრიტერიუმები აქვს მომხმარებლის შესაფასებლად, თუმცა არსებობს საერთო მიზეზებიც, თუ რატომ არ გასცემენ ბანკები სესხს მომხმარებლებზე. ჩვენ ხუთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი შევარჩიეთ.

1. ბანკის მოთხოვნებთან შეუსაბამობა
რა თქმა უნდა, თითოეული ბანკი ინდივიდუალურ მოთხოვნებს აყენებს მომხმარებლის წინაშე. ძირითადად, ეს ეხება მოქალაქეობას, ასაკს, სამსახურეობრივ სტაჟს, სახელფასო შემოსავალს და სხვა. თუ მათ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებთ დიდი ალბათობით სესხს ვერ მიიღებთ.
ჩვენ გირჩევთ რომ ძირითადად იმ ბანკს მიმართოთ, რომლის სახელფასო პროგრამითაც სარგებლობთ. ისინი მეტად ლოიალურები იქნებიან თქვენს მიმართ..

2. საკრედიტო ისტორიის დაბალი რეიტინგი
ნებისმიერი ბანკი ინტერესდება მომხმარებლის საკრედიტო ისტორიით. ისინი ყურადღებით ამოწმებენ თქვენს საგადასახადო ისტორიას, გარღვევებს. თუ თქვენ ერთხელ მაინც დაგიფიქსირდათ მნიშვნელოვანი გარღვევა, ან სესხის დაფარვა დააგვიანეთ, დიდი შანსია რომ ბანკმა უარი გითხრათ ახალ კრედიტზე. ბანკები ასევე დიდი სიფრთხილით ეკიდებიან იმ მომხმარებლებს რომლებსაც კრედიტით არასდროს უსარგებლიათ. მათზე ყოველთვის დაბალი თანხა გაიცემა მაღალი საპროცენტო განაკვეთით.
ჩვენ გირჩევთ რომ დაუყოვნებლით გადაამოწმთ თქვენი საკრედიტო ისტორია, დაფაროთ ყველა ვალდებულება, აიღოთ რამდენიმე განვადება და პირნათლად დაფაროთ, ეს აქტივობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს რეიტინგს.

3. ზედმეტად ბევრი ვალდებულებები
ყველა კრედიტი, რომელიც მიმდინარეა და ჯერ კიდევ იხდით მოიხსენიება, როგორც სასესხო დატვირთვა, ანუ თუ რამდენიმე სესხი გაქვთ პარალელურად, ბანკმა შესაძლოა მიიჩნიოს რომ თქვეენი საკრედიტო ლიმიტი გადატვირთულია და თავი შეიკავოს დამატებითი თანხების გაცემისგან, რადგან, შესაძლოა, ეჭვი შეიტანონ თქვენს გადამხდელუნარიანობაში.
ექსპერტები გვირჩევენ, რომ ისეთი სესხი, რომელსაც მაღალი პროცენტი აქვს ძალიან სწრაფად დავფაროთ. ასევე ეცადეთ ხშირად განახორციელოთ წინსწრებითი გადახდები.

4 . დაბალი შემოსავალი
ბანკები კონსტრუქციულად სწავლობენ თქვენს შემოსავლებს, ყურადღებით ეცნობიან სახელფასო შემოსავლებს, სტაბილურობას, ხანგრძლივობას. თუ აღმოჩნდება რომ მოთხოვნილი კრედიტში მოგიწევთ შემოსავლის მესამედის გადახდა ბანკი ამ შეთანხმებაზე არ წამოგყვებათ.
ჩვენ გირჩევთ რომ ბანკში წარმოადგინოთ რაც შეიძლება მეტი დამაჯერებელი დოკუმენტი თქვენი შემოსავლების შესახებ.

5. პროფესია და დამსაქმებელი
ხშირად ბანკები კრედიტის გაცემისგან თავს იკავებენ გარკვეული პროფესიის მომხმარებლებზე. აქცენტი ძირითადად სტაბილურობაზე კეთდება. მაგალითად, თუ თქვენ გაყიდვების აგენტი ხართ და შემოსავალი მხოლოდ პროცენტებზეა დამყარებული, თქვენს გადამხელუნარიანობაში ბანკი აუცილებლად ეჭვს შეიტანს.

ონლაინ სესხების შერჩევისას მოხმარებელთა უმეტესობა ითვალისწინებს მხოლოდ ისეთ აუცილებელ ფაქტორებს, როგორებიცაა პირველი სესხის ლიმიტი და კრედიტით სარგებლობის პერიოდი, თუმცა არსებობს სხვა მრავალი ფაქტორი, რომელთა გათვალისიწნებითც თქვენ კიდევ უფრო მეტი სიზუსტით შეარჩევთ თქვენს პირობებს მაქსიმალურად მორგებულ ონლაინ სესხებს. ხშირად, ძირითადად ახალგაზრდა მსესხებლები, არ ითვალსიწინებენ ონლაინ კრედიტის გამცემი კომპანიის ასაკობრივ ზღვრებს. მართალია, უმეტეს შემთხვევაში კრედიტი 20 წლიდან გაიცემა, თუმცა ასევე გვხვდება ვარიანტები, როდესაც მსესხებლის ასაკის ქვედა ზღვარი 21, 23 ან 25 წელსაც კი შეადგენს. იგივე ხდება ასაკის ზედა ზღვართან დაკავშირებითაც. ასევე გასათვალისწინებელია საკომისიოს დღიური დარიცხვის მოდელის არსებობაც, რადგან წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში გადაიხადოთ მხოლოდ იმდენი დღის დარიცხული საკომისიო, რამდენითაც ისარგებლეთ სესხით. ასევე გასათვალსიწინებელია ისეთი ნიუანსები, როგორებიცაა გადავადების არსებობა, თანხის მომენტალური ჩარიცხვის საფასური, ხელშეკრულების საფასური და სხვა. მნიშვნელვოანი ფაქტორების მიხედვით ონლაინ სესხები შეგიძლიათ შეარჩიოთ ჩვენს ვებ გვერდზე. აქ ნახავთ სესხებს 20 წლიდან, მოკლევადიან და გრძელვადიან ონლაინ კრედიტებს. ჩვენთან ასევე შეარჩევთ ავტო და იპოთეკურ სესხებს. დაიხმარეთ მომე.ჯი, ყოველთვის, როდესაც ინტერნეტში სესხება დაგჭირდებათ და თქვენ აუცილებლად შეარჩევთ ხელსაყრელ ვარიანტს.

წყარო: sravni.ru