onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები პირველ გაზის ნათურებზე

საინტერესო ფაქტები პირველ გაზის ნათურებზე

სულ რაღაც საუკუნე-ნახევრის წინ სახლები ქალაქებში სანთლებისა და ზეთის დახმარებით ნათდებოდა. სინათლე ცოტა იყო, ხარჯი კი დიდი.

თუმცა, როცა ინგლისელმა ფრედერიკ ვინზორმა გაზის გამოყენება შესთავაზა, მას დიდი სიცილი და კრიტიკა დააყარეს. სანთლის ქარხნების მფლობელებმა, ბიზნესის დაკარგვის შიშით, გამომგონებელი გიჟად გამოაცხადეს. მასზე წერდნენ სხვადასხვა ხუმრობებს, სასაცილო ლექსებს, სიმღერებს. ინგლისელი მწერალი ვალდერ სკოტი წერდა, რომ "ერთ გიჟს" ლონდონის განათება ბოლის სურდა.

თუმცა გამომგონებელი ვერაფერმა შეაჩერა. ვინზორი ყველგან დიდი შემართებით ამტკიცებდა თავის სიმართლეს. და 1807 წელს გაზის ნათურების ცეცხლმა პირველად გაანათა ლონდონი. მალე ევროპის სხვა ქალაქებშიც გადავიდა, შემდეგ კი ამერიკაშიც აღმოჩნდა. 1820 წელს პირველად გაზის ნათურები პარიზში აინთო, 1826 წელს ბერლინშიც, 1835 წელს კი პეტერბურგში შევიდა.

წყარო: i-fakt.ru