onlain sesxebi - ყველა

6 ნიშანი იმისა, რომ დამოკიდებული ხართ

6 ნიშანი იმისა, რომ დამოკიდებული ხართ
1. თქვენ სანაცნობო წრე შეიცვალეთ
უფრო იშვიათად ხვდებით ძველ მეგობრებს: მათთვის ან დრო არ გაქვთ, ან მოწყენილად გრძნობთ თავს. ახალ ნაცნობებს იმავე ჩვევებით ეძებთ.

2. მხოლოდ ერთ რამეზე ფიქროთ და საუბრობთ
საკუთარი სიამოვნების ნივთზე მეტად ხშირად ყვებით და ფიქრობთ, ვიდრე ეს მიზანშეწონილია. თქვენ მეტად ჩაიციკლეთ, ძველი ინტერესები კი დაივიწყეთ. სხვა პრობლემები არაფრად მიგაჩნიათ.

3. ცუდად ხართ, თუ "საყვარელ საქმეს" არ აკეთებთ
სიამოვნების წყაროდან დაშორებისას თავს ცუდად გრძნობთ: განიცდით განგაშს, ფორიაქს, შიშს. ვეღარაფერზე ფიქრობთ. ამის გამოსასწორებლად აუცილებლად "საყვარელ საქმეს" უნდა მიუბრუნდეთ.

4. ბრაზდებით, როცა გიკრძალავენ
ან როცა ამისთვის გაკრიტიკებენ. საპასუხოდ ღიზიანდებით, ილანძღებით, თავს იმართლებთ, წუწუნებთ ან უბრალოდ იკეტებით. თქვენი ჩვევა ხომ არა პრობლემა, არამედ განსატვირთი საშუალებაა.

5. საკუთარ დამოკიდებულობაზე ზედმეტად ბევრს ხარჯავთ
მაცივარი ცარიელია, ბინის გადასახადები გადაუხდელია, სამაგიეროდ თქვენი ჩვევა ყოველთვის თან გდევთ.

6. ყველაფერზე ხართ წამსვლელი, რათა სასურველ მდგომარეობას მიაღწიოთ
თუ საჭირო იქნება, ღამის ორ საათზე ქალაქის მეორე ბოლოში გაემგზავრებით, გააცდენთ სამსახურს, მოიპარავთ, მოიტყუებით. რისკები არ არსებობს.

წყარო: lifehacker.ru