onlain sesxebi - ყველა

როგორ შევამციროთ დატვირთვა თვალებზე?

როგორ შევამციროთ დატვირთვა თვალებზე?

თვალების დაღლილობა, კონცენტრაციის დაკარგვა, კუნთოვანი დატვირთვა, თავის ტკივილი - ყველაფერი ეს შეიძლება იყოს მონიტორთან დიდ ხანს ყოფნით გამოწვეული. რა თქმა უნდა, კომპიუტერებსა და ნოუთბუქებზე უარს ვერ ვიტყვით, ხოლო მათგან გამოწვეული ნეგატიური შედეგების შემცირება კი ნამდვილად შეგვიძლია და ამისათვის რამდენიმე ელემენტარული სავარჯიშოს გაკეთებაა საჭირო.

დაიცავით წესი 20-20-20
ამ წესის მიხედვით, ყოველ 20 წუთში უნდა მოწყდეთ ეკრანს 20 წამით და საკუთარი ყურადღება თქვენგან 20 ფუტზე (6 მეტრი) მყოფ ოიექტზე გადაიტანოთ. ამ წესის დაცვისათვის სპეციალური აპლიკაციაც კი არსებობს, რომელიც ყოველ 20 წუთში გახსენებთ სავარჯიშოს. მას ჰქვია Protect Your Vision და შეიძლება გამოიყენებოდეს ბრაუზერებში: Chrome, Firefox და Safari.

დაარეგულირეთ მონიტორის მდგომარეობა
მონიტორის ეკრანი თქვენგან 45-70 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული. ასევე თვალები თანაბრად უნდა უყურებდეს მის ზედა ნაწილს. თუ მონიტორის დარეგულირების შესაძლებლობა თუ არ გაქვთ, შეიძლება უბრალოდ წიგნები ამოუდოთ ქვემოდან. ასევე უნდ ადაგეხმაროთ სკამის აწევა ან დაწევა. მთავარია ეკრანის ცენტრი თვალების დონიდან 15-20 სმ-ით ქვემოთ იყოს.

დააყენეთ ტექსტის ზომა და ფერი
აქ ერთ რაღაცას უნდა დავაკვირდეთ: ტექსტი უნდა იყოს სამჯერ უფრო დიდი ყველაზე მცირე ზომაზე, რომლის გარჩევაც ეკრანიდან 50-75 შეგიძლიათ. რაც შეეხება ფერების კომბინაციას, უმჯობესია აირჩიოთ შავი ტექსტი მოთეთრო-მოყვითალო ფონზე. სხვა კომბინაციაც შეიძლება, მთავარია დიდი კონტრასტი გამოირიცხოს ფონსა და ტექსტს შორის.


წყარო: lifehacker.ru