onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ვირთხა კენგურუს შესახებ

საინტერესო ფაქტები ვირთხა კენგურუს შესახებ ვირთხა კენგურუებს აქვთ სუნთქვის უნიკალური სისტემა, რომელიც ფაქტობრივად აძლევთ საშუალებას, აკონტროლონ მათ მიერ გამოშვებული ჰაერის ტემპერატურა! ცნობილმა ექსპერიმენტმა, ჩატარებულმა 1970-იან წლებში, აჩვენა, რომ ვირთხა კენგურუები 28°C ჰაერის ჩასუნთქვის შემდეგ, 24°C-ს ამოისუნთქავენ, მაშინაც კი, თუ მათი სხეულის ტემპერატურა 38°C იყო! როცა ვირთხა კენგურუ ჩაისუნთქავს თბილ ჰაერს, ის აგრილებს ვირთხის ცხვირს თავისი ნაკადით. ჰაერი მიედინება ვირთხის ფილტვებისკენ, სადაც თბება და ნესტიანდება. როცა ვირთხა ამოისუნთქავს, უკვე გაციებული ცხვირის ნესტოები ბევრად უფრო ცივ ჰაერს უშვებენ, ვიდრე სხეულის ტემპერატურაა.

მიიჩნევა, რომ ვირთხა კენგურუს თავის საბინადრო გარემოში - უდაბნოში შეუძლია რამდენიმე კვირა გაძლოს წყლის გარეშე, სუნთქვის წყალობით, რომლითაც სინესტეს ინარჩუნებს.

წყარო: i-fakt.ru