onlain sesxebi - ყველა

მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ პატარა ბავშვები - ნამდვილი საოცრებები არიან

მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ პატარა ბავშვები - ნამდვილი საოცრებები არიან 1. სახეების ზუსტად ამოცნობა
ცოტა თუ დაიტრაბახებს ამ შესაძლებლობით. აი, 6 თვის ჩვილებს შეუძლიათ მაიმუნებიც კი ამოიცნონ თავიანთი სახეებით.

შეფილდელმა მეცნიერებმა 6 თვის ბავშვებს მაიმუნთა სურათები აჩვენეს, ეს მრავალჯერ განმეორდა, და ბოლოს, როცა ეკრანზე ახალი მაიმუნი ჩნდებოდა, ბავშვების გამომეტყველება იცვლებოდა, ისინი უფრო დიდხანს აკვირდებოდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვები ახალ სახეს ცნობენ.

დიდი ადამიანები მხოლოდ ინცობენ ერთმანეთს სახეზე, ნაკვთებს კი არ აკვირდებიან, ამიტომაც ზრდის პროცესში ნელ-ნელა ვკარგავთ ამ საოცარ თვისებას.

2. ბავშვებს მორალის შეგრძნება აქვთ
იელის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევები აჩვენებს, რომ 24 თვემდე ბავშვებს მორალის შეგრძნება აქვთ. ექსპერიმენტში პატარებს ორ ერთნაირ თოჯინას აჩვენებდნენ. ერთ-ერთი რაიმე "ცუდს" აკეთებდა, მეორე კი პირიქით - რაღაც "კარგს". შემდეგ კი ბავშვებს თოჯინა უნდა აერჩიათ.

და, მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში ბავშვს არ აქვს მთლიანი აღქმის უნარი "კარგსა" და "ცუდს" შორის, მატი 80% კარგ თოჯინას ირჩევდა.

3. ბავშვებმა იციან სამართლიანობის შესახებ
უბრალოდ გასაოცარია, როგორ ადრეულ ასაკში გვიჩნდება სამართლიანობის შეგრძნება. კვლევების თანახმად, 15 თვის ასაკში ბავშვებს უკვე შეუძლიათ სამართლიანი და უსამართლო გარიგება.

ექსპერიმენტის დროს ბავშვები მშობლების კალთებში ჩასვეს, და ისინი ხედავდნენ, როგორ იღებდა ორი ადამიანი თანაბრად განაწილებულ საკვებს, მეორედ კი ერთმა მეტი მიიღო, ვიდრე მეორემ. ამაზე ბავშვებმა დიდი გაკვირვება გამოხატეს.

შეგვიძლია ვთქვათ: ბავშვი ხვდება, როცა უსამართლოდ ექცევით, მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა ამის გამოხატვა.

4. ბავშვები ენას ჯერ კიდევ დედის მუცელში სწავლობენ
ბავშვები ენას დედის მუცელშივე ეჩვევიან და შეუძლიათ დაბადებიდან რამდენიმე საათში მშობლიური და უცხოური ენა გაარჩიონ.

მეცნიერებმა სპეციალური აპარატებით შეამოწმეს ბავშვების რეაქცია მშობლიური და უცხოური ენის გაგონებისას, დაბადებიდან 20 საათის შემდეგ. როგორც აღმოჩნდა, მშობლიურ ენას ისინი სულ სხვანაირად აღიქვამენ.

წყარო: adme.ru