onlain sesxebi - ყველა

Hovershoes - სკეიტბორდის, ჰიროსკუტერისა და გორგოლაჭებიანი ფეხსაცმლის ჰიბრიდი

Hovershoes - სკეიტბორდის, ჰიროსკუტერისა და გორგოლაჭებიანი ფეხსაცმლის ჰიბრიდი

წყვილი ჰიროსკუტერი, რომელიც ისეთივე მარტივი მოსახმარია, როგორც სკეიტბორდი.

კომპანია InMotion-მა წარმოადგინა Hovershoes X1 - რაღაც შუალედი სკეიტბორდსა და გორგოლაჭებიან ფეხსაცმელს შორის. Hovershoes-ის ყოველი ნახევარი თვითბალანსირებადი, ერთბორბლიანი ელექტროსკუტერია.

250-ვატიანი 54 ვოლტის მქონე ბატარეა საშუალებას აძლევს 8 კმ/სთ ამოძრაოს მომხმარებელი.

თითო ნახევარი 2,7 კგ-ს იწონის და ერთად 80კგ-მდე წონას უძლებს. ის საათ-ნახევარში მთლიანად იტენება და სრულად წყალგაუმტარია.

საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ნახევრები შეაერთოთ და ხელსაწყო უბრალო ჰიროსკუტერად გადააქციოთ.

Hovershoes-ს ბაზარზე ივლისის ბოლოს 499 დოლარად ელოდებიან.

წყარო: lifehacker.ru