onlain sesxebi - ყველა

4 კითხვა, რომელიც დროისა და ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ

4 კითხვა, რომელიც დროისა და ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ

1. გაქვთ უნარები სამუშაოს შესასრულებლად?
დიახ, თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე ასეული ₾ დაზოგოთ წყალგაყვანილობის თავად შეკეთებისას. სანტექნიკოსს შეიძლება რამდენიმე საათი ელოდოთ, ასევე მათი მომსახურებაც ფული ღირს. თუმცა ხელოსნის გამოძახებითაც შეგიძლიათ დრო და ფული დაზოგოთ, თუ ხელობა არ იცით. შესაძლოა რაიმე გააფუჭოთ, დააზიანოთ, შემდეგ კი მეტი დროისა და ფულის დახარჯვა მოგიწევთ.

2. მოგწონთ ეს სამუშაო?
ვიღაცას მებაღეობა მოსწონს, ვიღაცას კი მებოსტნეობა, მაღაზიაში კი არაფერს ყიდულობს - უფრო იაფიც რომ უჯდებოდეს. ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანი არამხოლოდ იღებს საკუთარ თავზე გარკვეულ სამუშაოს, არამედ უყვარს კიდეც მისი კეთება. თუმცა თუ ყველაფერი პირიქითაა და თქვენ არ შეგიძლიათ მანქანის ქვეშ შეძრომა, ზეთის, საბურავების გამოცვლა, მაშინ ეს საქმე სპეციალისტებს ანდეთ.

3. დასაშვებია კომპრომისი?
არ შეიძლება ყოველთვის საქმე თქვენ ან რომელიმე სპეციალისტმა შეასრულოთ. არსებობს შემთხვევები, როცა ერთობლივი სამუშაოა შესაძლებელი. დავუშვათ, საჭიროა ვებ-საიტის შექმნა. თუ თქვენ დიზაინერი ხართ და პროგრამირების ძირითად ნაწილში ერკვევით, შეგიძლიათ გვერდები გააფორმოთ, ტექსტების დასაწერად კი მოიწვიოთ რედაქტორი. ეს პროექტის ყოველი მონაწილისათვის სასარგებლო იქნება.

4. შეიძლება ამის უფასოდ გაკეთება?
ხანდახან პრობლემის გადაწყვეტა უფულოდაც შეიძლება, რადგან არსებობს მოტივაციის სხვა სახეებიც. ვთქვათ, სტუდენტ-მასაჟისტებს ან დამწყებ დალაქებს სჭირდებათ ადამიანები, რომლებზეც ივარჯიშებენ. ასევე შეგიძლიათ მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ განახორციელოთ. მაგალითად, თქვენი მეზობლისთვის მაღაზიიდან პროდუქტებს მოიტანთ, ის კი თქვენი შვებულებისას შინაურ ცხოველს მიხედავს.

წყარო: sravni.ru