onlain sesxebi - ყველა

სწრაფი სესხები - რამდენად სწრაფია სინამდვილეში

სწრაფი სესხები - რამდენად სწრაფია სინამდვილეში

ინტერნეტ კრედიტებით სარგებლობისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სისწრაფეა, სხვა შემთხვევაში ხომ უფრო იაფად შეგვიძლია საბანკო სესხის მიღება ან, თუნდაც, მეგობრისგან სესხება საერთოდ უპროცენტოდ. შესაძლოა, სესხებისთვის განკუთვნილი დრო წუთებზეც კი დავიდეს, ამ შემთხვევაში კი ონლაინ სესხებს ბადალი არ ჰყავთ. მომხმარებელთაგან წამოსული მოთხოვნის შესაბამისად დღეს ონლაინ შეგვიძლია უკვე არა რამდენიმე ასული ლარის სესხება რამდენიმე დღით, არამედ თუნდაც 3000 ლარის და 2, 3 ან 4 წლითაც კი. მოკლედ, პირობები სავსებით მისაღებია, მთავარია, საჭიროების შემთხვევაში მივიღოთ თანხა იმ დროში, რომ შევძლოთ ჩვენს წინაშე არსებული პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარება. გთავაზობთ mome.ge-ს გუნდის მიერ დაკვირვების შედეგაც შედგენილ ნიუანსების სიას, რომლებიც განაპირობებენ თანხის მიღების რეალურ დროს. მათი გათვალისწინებით, თქვენ ყველა შანსი გექნებათ, მიიღოთ საჭირო თანხა სულ რამდენიმე წუთში.

1) სამუშაო გრაფიკი.
მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი არ აქცევს ყურადღებას სესხის გამცემი კომპანიის სამუშო დღეებსა და საათებს. შესაძლოა, პარასკევს საღამოს მოთხოვნილ სესხზე პასუხს ორშაბათამდე ელოდოთ. თუ განაცხადს ვავსებთ სამუშაო დღეების საღამოს საათებში ან შაბათ-კვირას, აუცილებელია გაეცნოთ ამ ონლაინ სესხის სამუშაო გრაფიკს, რათა კრედიტის განხილვის პროცედურამ შემდეგი დღისთვის არ გადაიწიოს.

2) თანხის მიღების საშუალებები.
მართალია, ყველა მივეჩვიეთ, რომ ონლაინ სესხით მიღებული თანხა საბანკო ანგარიშზე უნდა ჩაგვერიცხოს, თუმცა რამდენიმე ონლაინ კრედიტორი კვლავ იყენებს ფულის ხელზე მიღების პრაქტიკას, როდესაც თანხის მისაღებად საჭიროა ოფისის ან სერვის ცენტრის სტუმრობა. როდესაც სისწრაფეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ზოგჯერ ოფისში მისასვლელი დრო უბრალოდ არ გვაქვს, ამიტომ უმჯობესია წინასწარ ვიცოდეთ აქვს თუ არა ჩვენს მიერ შერჩეულ კომპანიას თანხის საბანკო ანაგარიშზე დარიცხვის სერვისი (ან ანალოგიური სწრაფი სერვისები, როგორებიცაა აიდი ბარათის მეშვეობით გატანა, ელექტრონული საფულის ანგარიშზე ჩარიცხვა და სხვა...)

3) ექსპრესს და სტანდარტული ჩარიცხვა.
სწრაფი სესხების გამცემი ზოგი კომპანია იყენებს თანხის ჩარიცხვის დაჩქარებულ და სტანდარტულ მეთოდებს. ამ უკანასკნელის დროს თანხის დარიცხვა ხდება რამდენიმე დღეში, სამაგიეროდ ეს სერვისი უფასოა. ფასიანი, ანუ სწრაფი ჩარიცხვის დროს კი დამტკიცებული თანხა მომენტალურად ისახება ჩვენს ანგარიშზე. საქართველოში არსებული სწრაფი სესხების უდიდესი ნაწილი ამ პრაქტიკას არ იყენებს და მათ მიერ დამტკიცებული თანხის ჩარიცხვა ხდება იმავე დღეს და ამისათვის არ გვიწევს დამატებითი საკომისიოს გადახდა.

4) იდენტიფიაკციისთვის განკუთვნილი დრო.
ხშირად შეიძლება მოვისმინოთ, რომ კონკრეტული სწრაფი სესხი გვირიცხავს თანხას პრაქტიკულად მომენტალურად, ეს მეტ წილად ასეც არის, თუმცა, როდესაც საქმე ეხება განმეორებით სესხს. ახალი მომხარებლისთვის თანხის მიღების პროცესი მომენტალური ვერ იქნება, რადგან მან უნდა შეავსოს განაცხადი და გაიაროს იდენტიფიკაცია, ანუ სიმბოლური თანხის გადარიცხვა კომპანიის საბანკო ანგარიშზე, რასაც, როგორ წესი 15 წუთამდე დრო სჭირდება, თუ გადარიცხვა ხორციელდება ერთსა და იმავე ბანკის ანგარიშებზე. ყოველ შემთხვევაში, არც ეს პროცესი წაგართმევთ დიდ დროს, თუ ინტერნეტ ბანკით სარგებლობთ, სხვა შემთხვევაში ბანკის ფილიალის სტუმრობა მოგიწევთ.

5) დამატებითი დოკუმენტები.
სწრაფი სესხების გამცემ უმეტეს კომპანიას არ სჭირდება რაიმე ტიპის საბუთი, რომ დაგიმტკიცოთ სესხი, თუმცა არსებობს ისეთი, ვარიანტები, სადაც სხვადასვა ტიპის დოკუმენტის წარდგენა, ატვირთვა სავალდებულოა, რაც, თავის მხრივ, ძვირფას დროს წაგართმევთ, ამიტომ, როდესაც თანხა სასწრაფოდ გჭირდებათ, ამ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

6) სხვა ფაქტორები
ასევე გასათვალისწინებელია თავდებობის აუცილებლობა (თუმცა ეს ოფისში მიუსვლელად არ ხდება, ამიტომ მეორე პუნქტში ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ), ასევე მომენტალური პასუხისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იყენებს თუ არა თქვენს მიერ შერჩეული კომპანია სესხის ავტომატურად დამტკიცების მოდელს. ასევე სესხზე განაცხადის გაგზავნამდე, უმჯობესია, წინასწარ ვიცოდეთ მსესხებლის ასაკობრივი ზღვრები.

თავის დაზღვევის მიზნით, გირჩევთ, წინასწარ გქონდეთ ინფორმაცია საქართველოში არსებული სწრაფი სესხების შესახებ, რადგან, როდესაც მათი სერვისის გამოყენება დაგჭირდებათ, შესაძლოა, საფუძვლიანი ანალიზისთვის დრო უბრალოდ არ გქონდეთ და გააკეთოთ არასწორი არჩევანი ან გადაიხადოთ მეტი, ან საერთოდ ვერ მიიღოთ ფული იმ პერიოდში, როდესაც ის გჭირდებოდათ. Mome.ge-ზე შეძლებთ ადვილად მონახოთ თქვენს პირობებს მორგებული სწრაფი სესხები და შეადაროთ ისინი სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორის მიხედვით.

შესაძლოა, დღეს არ გჭრიდებოდეთ სესხი, თუმცა ინფორმაციის ფლობა ურიგო არ იქნებოდა, წინასწარ შეადარეთ ინტერნეტ კრედიტები ერთმანეთს, რათა, საჭიროების შემთხვევაში მიიღოთ დროული და სწორი გადაწყვეტილება.