onlain sesxebi - ყველა

რა გვემართება უძილობისას

რა გვემართება უძილობისასმეთიუ უოლკერმა - ნეირომეცნიერებისა და ფსიქოლოგიის პროფესორი, ასევე დირექტორი კალიფორნიის უნივერსიტეტის ძილის კვლევის ცენტრისა - დაწერა წიგნი "Why We Sleep" (რატომ გვძინავს).

ალბათ ყველას გაგვიგია, რომ ძილის უკმარისობა ან მისი უქონლობა ტვინს ახალი მეხსიერების წარმოდქმნაში უშლის ხელს. ესე იგი, თითქოს, ითიშება და ამნეზიისმაგვარი მდგომარეობა დგება.

უძილობას მივყავართ გახშირებულ გამოყოფამდე ტოქსიკური პეპტიდებისა, რომელთაც ბეტა-ამილიოდები ეწოდება. სწორედ ისინი უკავშირდება ალცჰაიმერის დაავადებას.

რაც ნაკლებს იძინებთ, მით მეტი ტოქსიკური პეპტიდი გამოიყოფა და მით მეტი რისკის ქვეშ აყენებთ საკუთარ ტვინს.

პირველ რიგში, უძილობა აისახება რეპროდუქციულ სისტემაზე. კაცები, რომლებსაც დღეში 5-6 საათი სძინავთ, გამოიმუშავებენ ტესტოსტერონის იმავე რაოდენობას, რამდენსაც მათზე 10 წლის დიდი ჩვეულებრივი მამაკაცები. ეს საგრძნობლად აისახება მათ ჯანმრთელობაზე.

უძილობა ასევე ნეგატიურად აისახება იმუნურ სისტემაზე. 4-5 საათი ძილის შემდეგ მცირდება სპეციალური უჯრედების გამოყოფა, რომლებიც კიბოს ებრძვიან. ასე იზრდება ნაწლავის კიბოს რისკი.

თანამედროვეობაში უძილობა და კიბოს გაჩენა იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ზოგიერთი ღამის სამუშაო შესაძლო კანცეროგენების სიაში შეიყვანა. ანუ დღეს არსებობს სამუშაო ადგილები, რომლებიც კიბოს რისკს ზრდის.

ძილს ასევე დიდი გავლენა აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. პროდუქტიული ძილის დროს გულის რითმი ვარდება, სისხლის წნევა კი მცირდება.

თუ ცოტას იძინებთ, სისხლის წნევა იზრდება, გულის სეტევის რისკი კი 200%-ია.

ჩვენ მაინც არ გაგვიცია პასუხი მთავარ კითხვაზე: რამდენი ხანი შეუძლია ადამიანის ტვინს ძილის გარეშე ნორმალურად მუშაობა? პასუხი: 16 საათი.

15-20 საათის უძილობის შემეგ თავს უკვე მთვრალივით იგრძნობთ. არც ისე სასიამოვნოა, არა?

წყარო: onedio.ru