onlain sesxebi - ყველა

მხატვრის ოცნება - Neo SmartPen M1

მხატვრის ოცნება - Neo SmartPen M1Neo SmartPen M1-ის დახმარებით შეგიძლიათ ჩახატოთ სკეტჩი ბლოკნოტში, და ის ავტომატურად გაჩნდება სპეციალურ აპლიკაციაში სმარტფონსა თუ პლანშეტში.

კორპუსი ცილინდრისებრია, რაც Neo SmartPen M1-ს მეტად მოსახერხებელს ხდის ხელისთვის და არ საჭიროებს მიჩვევას.

კალამი მსუბუქია, ხელი არ გვეღლება, თუ დიდი ხნის სამუშაოა. ეს არამხოლოდ ინსტრუმენტია რამდენიმე ჩანახატის გასაკეთებლად, არამედ სრულფასოვანი გაჯეტი მწერლისთვის, ჯურნალისტისთვის, დიზაინერისა და სხვა შემოქმედთათვის.

Neolab-ის მიერ დამზადებული კალმის განსაკუთრებულობა არის დამატებითი ელემეტების უქონლობა, მაგალითად სკანერი, რომელიც ადრე თან უნდა გვეტარებინა. სკანერი დამალულია კორპუსში, საჭიროა მისი დაჭერა კონკრეტული ტრაექტორიით. მარტივად ორიენტირებისთვის კორპუსზე არის ყვითელი ნიშნული, რომელიც ზემოთ უნდა იყოს მიმართული.

მისი სკანერი მხოლოდ სპეციალურ დანიშნულ NCode ფურცელს ამოიცნობს. სხვა სიტყვებით, სამუშაოდ კალამს დამატებითი ბლოკნოტი უნდა უყიდოთ.

ეს ნივთი უნდა შეიძინოს ყველამ, ვისაც სწრაფად სურს ჩანიშნვა. პირველ რიგში - დიზაინერებს, არქიტექტორებს, ილუსტრატორებსა და მხატვრებს.

წყარო: lifehacker.ru