onlain sesxebi - ყველა

წვავთ თუ არა ცხიმებს ოფლიანობისას?

წვავთ თუ არა ცხიმებს ოფლიანობისას?
პირველ რიგში, რატომ ვოფლიანობთ? ეს საჭიროა სხეულის ტემპერატურის დასაკლებად. კომფორტულ ტემპერატურად მიიჩნევა 37 გრადუსი ცოტაოდენი მერყეობით დღის განმავლობაში. სწორედ ასეთ ტემპერატურაშია ფერმენტატული აქტივობა ყველაზე ოპტიმალური. როცა ნიშნული 37-ს გადასცდება, ოფლიანობას ვიწყებთ, ვკარგავთ წყალს, მარილს, შაქარს და ტოქსიკურ ნივთიერებებს.

თუ სიცხეში ძლიერად ოფლიანობთ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვნ კალორიას ან ცხიმებს წვავთ. ეს მხოლოდ უფრო გრილი ადგილის მოთხოვნაა ორგანიზმისგან, ნორმალურად ფუნქციონირებისათვის.

ადამიანები ცხიმის მეტი რაოდენობით მეტს ოფლიანობენ, რადგან ტემპერატურის დაკლება უფრო დიდ ფართობზეა საჭირო.

ცხიმი გამოთავისუფლდება ცხიმოვანი უჯრედებიდან, რათა ჩვენი სხეული ენერგიით მოამარაგოს. ის იშლება შემადგენელ ცხიმოვან მჟავებად და გლიცეროლად, შემდეგ კი გადაიხარშება.

ყველაფერთან ერთად, ცხმის მიერ სხეულის ენერგიით მომარაგების პროცესი ოფლიანობის პროცესისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს.

თუ სპეციალურად ვარჯიშობთ ცხელ ადგილებში, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მეტ ცხიმს წვავთ. მხოლოდ და მხოლოდ ტემპერატურას ამაღლებთ, რაც ოფლს გდენთ.

შეიძლება შეამჩნიეთ, რომ ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, რის დროსაც ბევრი ოფლი იდინეთ, სასწორის ისარი საგრძნობლად ნაკლებ ციფრს აჩვენებს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ცხიმი დაკარგეთ, ეს თქვენი შემადგენელი სითხის მცირე ნაწილია.

თუ საზრიანი ადამიანი ხართ, ეცდებით, რომ ვარჯიშისას ორგანიზმის დაკარგული სითხე აინაზღაუროთ, რათა გაუწყლოებას თავი აარიდოთ.

წყარო: onedio.ru