onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები მისალმებაზე

საინტერესო ფაქტები მისალმებაზეხელის ჩამორთმევა გაჩნდა ჯერ კიდევ ღრმა წარსულში როგორც სიმბოლო მშვიდობისა და მეგობრობისა.

ზოგიერთ ინდურ ცივილიზაციაში ხელის ჩამორთმევა საქორწინო ცერემონიის ნაწილი იყო. რომშიც საზეიმო ხასიათს ატარებდა, შემდეგ ქრისტიანებთან გადავიდა, ბოლოს კი მისალმების უბრალო ფორმად გადაიქცა.

თუმცა ხელის ჩამორთმევა არ არის მისალმებისა და დამშვიდობების ერთადერთი ფორმა. ტიბეტში დამშვიდობებისას უმცროსი უფროსის წინაშე ქუდს იხდის და თავს ოდნავ ხრის და ენას ყოფს.

დასავლეთ აფრიკაში მტევნებს ერთმანეთს მკერდში ურტყამენ, ცენტრალურ აფრიკაში კი - პატივსაცემი თავდახრითა და ხელების ერთმანეთზე მირტყმით ესალმებიან.

იაპონელები რამდენჯერმე იხრებიან და ეკითხებიან ერთმანეთს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

ყოველი ხალხის მისალმება პატივსაცემია, ან გამოხატავს ადამიანის კეთილ გრძნობებს.

შუა საუკუნეებში, საკუთარი სამშვიდობო მიზნების დასამტკიცებლად, რაინდები შეხვედრისას მუზარადს იხსნიდნენ და თავს დაუცველად იტოვებდნენ. მოგვიანებით მუზარადის მოხსნა მისალმების ნიშნად ტრადიციად გადაიქცა.

წყარო: i-fakt.ru