onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები მენდელეევის ცხრილზე

საინტერესო ფაქტები მენდელეევის ცხრილზექიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა, ან, როგორც მას კიდევ უწოდებენ, მენდელეევის ცხრილი, რომელიც ქიმიურ ელემენტებს მათი თვისებებისა და ატომური წონის მიხედვით ალაგებს. ის აღმოაჩინა რუსმა მეცნიერ-ქიმიკოსმა დიმიტრი მენდელეევმა 1869 წელს.

ლეგენდის თანახმად, მენდელეევს თავში ცხრილის იდეა ძილის დროს მოუვიდა, თუმცა თავად ამბობდა, რომ 20 წელი შეალია პასუხის ძიებას. პასუხის აღმოჩენაში დაეხმარა თავისი სიყვარული ბარათების დალაგებისადმი. ის წერდა ელემენტთა ატომურ წონას ბარათებზე და ისე აწყობდა, თითქოს თამაშობდა.

თავდაპირველად ის 56 ელემენტისაგან შედგებოდა, თუმცა XX საუკუნეში მეცნიერების, ბირთვული სინთეზის განვითარების შედეგად ელემენტების რაოდენობა 118-მდე გაიზარდა.

ლათინურ ანბანში 26 ასოა, და მათგან მენდელეევის ცხრილში გამოიყენება ყოველი, გარდა ასო "J-სა".

მხოლოდ ბოლო 50 წელიწადში ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემას 17 ახალი წევრი შეემატა, რომელთაგან 9 ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში სინთეზირდა.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განსაკუთებულობა, რომელიც პერიოდულ სისტემას გამორჩეულ აღმოჩენად აქცევს, არის მისი გათვლადი ძალა. როცა ცხრილი გაჩნდა, მასზე ცარიელი უჯრები იყო ელემენტთათვის, რომლებიც მენდელეევის აზრით უნდა არსებულიყო, მაგრამ ჯერ არ აღმოეჩინათ. მაგალითად, გალიუმის, სკანდიუმისა და მაგნიუმის აღწერა მეცნიერმა მათ აღმოჩენამდე დიდი ხნით ადრე შეძლო.

მენდელეევის უდიდესი ცხრილი ესპანეთში, მურსიის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის კედელზე დამონტაჟდა. მთლიანად მისი ფართობი 150 კვადრატული მეტრია და 75x75 სმ მეტალის 118 კვადრატისგან შედგება.

წყარო: i-fakt.ru