onlain sesxebi - ყველა

როგორ დავხარჯოთ ნაკლები?

როგორ დავხარჯოთ ნაკლები?1. აღრიცხეთ გასავალი და შემოსავალი
ფულის უაზროდ ხარჯვის მიზეზი მისი უკონტროლობაა. იმის გასაგებად, თუ სად მიედინება ტქვენი ფული, ყოველღე უნდა აღრიცხოთ გასავალი და შემოსავალი.

უკვე თვის ბოლოს ბევრად მეტი გეცოდინებათ საკუთარ თავსა და საკუთარ ჩვევებზე. ასევე იპოვით მათი კორექტირების გზებსაც.

2. დაგეგმეთ ბიუჯეტი
გათვალეთ, რამდენი გჭირდებათ ყოველ თვე. იდეალურად ითვლება ბიუჯეტი, რომელშიც შემოსავალი გასავალს 10%-ით მაინც აღემატება.

განსაზღვრეთ ყოველდღიური ან ყოველკვირეული ლიმიტი ხარჯისა და ეცადეთ მის ფარგლებში ჩაჯდეთ.

3. გაირთულეთ ცხოვრება
არსებობს რამდენიმე გზა იმპულსური შენაძენებისგან თავის ასარიდებლად. ამისთვის კი მაღაზიებში პროდუქტების შეძენა უნდა გაირთულოთ.

გაეშურეთ მაღაზიაში საყიდლების სიით და მკაცრად აკონტროლეთ იგი. წაიღეთ კონკრეტული თანხა ან ბარათი კონკრეტული თანხით. იყიდეთ მხოლოდ საჭირო ნივთები.

4. ისწავლეთ უარის თქმა
ცნობიერი შოპინგისგან შემოსავლის მიღებაც შეიძლება. ყოველ ჯერზემ როცა იმპულსური შენაძენისგან თავს იკავებთ, გადარიცხეთ მისი საფასური დასაგროვებელ ანგარიშზე.

წყარო: lifehacker.ru