onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები არისტოტელეს ცხოვრებიდან

საინტერესო ფაქტები არისტოტელეს ცხოვრებიდან არისტოტელე ჩვ.წ-მდე 384 წელს არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. მამამისი მაკედონიის მეფის პირადი ექიმი იყო. ჩვ.წ-მდე 367 წელს არისტოტელე შევიდა პლატონის აკადემიაში, შემდეგ კი იქ მასწავლებელი გახდა. პლატონის სიკვდილის შემდეგ, 347 წელს ის მეფის ვაჟის, ალექსანდრე მაკედონელის, აღმზრდელი გახდა.

დღეს, სამწუხაროდ, მისი ნაშრომების 1/3 შემოგვრჩა. ის ქმნიდა ორი ტიპის ნამუშევრებს: ფართო პუბლიკაციისთვის და სპეციალურად მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის.

მისი ნამუშევრები შეიძლება დაიყოს ხუთ კატეგორიად: ლოგიკა, ფიზიკა, ფსიქოლოგიური ნამუშევრები, ფილოსოფიური ნამუშევრები, ბუნებათმცოდნეობა. მრავალი მათგანი დღესაც პოპულარულია და ზოგიერთ ჰუმანიტარულ მეცნიერებაშიც გამოიყენება.

წყარო: i-fakt.ru